მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 33

1ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა იგი და წარვიდა

2ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.

3უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ.

4განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.

5გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე.

6მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს.

7მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი.

8დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.

9განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.

10გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.

11მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.

12მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ.

13ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?

14დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;

15მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.

16თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;

17პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი.

18ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.

19მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.

20მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან.

21დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.

22სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.

23იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება


წინა თავი შემდეგი თავი