მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 38 |
1დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი 2ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რათა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავდევ საცო პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა. 3დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაჲ ჩემი განმიახლდა. 4განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი. 5ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე. 6ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი. 7და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. 8და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. 9ყოველთა უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად უგნურსა მიმეც მე. 10დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ. 11განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა შენისათა მე მოვაკლდი. 12მხილებათა მიერ უსჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამავო არს ყოველი კაცი. 13შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი. 14მილხინე მე, რათა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოვო. |
წინა თავი | შემდეგი თავი |