მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 4

1დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითის

2ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა.

3ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოება და ეძიებთ სიცრუესა?

4გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.

5განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.

6შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი?

7გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა,

8ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.

9მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო,

10რამეთუ შენ, უფალმან, მხოლო სასოებით დამამკჳდრე მე.


წინა თავი შემდეგი თავი