მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 41

1დასასრულსა გულიჴმის-ყოფისათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი დავითისი

2ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!

3სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?

4იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?

5ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ჴმითა მედღესასწაულეთათა.

6რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

7სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.

8უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთათა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა გარდამჴდეს.

9დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი; ჩემ მიერ ლოცვა ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა.

10ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ რად მწუხარედ ვრონინებ მე ჭირითა მტერისათა?

11და შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყჳედ რა იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?

12რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.


წინა თავი შემდეგი თავი