მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 44 |
1დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა 2აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა. 3შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე. 4შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, 5შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი. 6ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი. 7საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა. 8შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა. 9მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ. 10ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად. 11ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა; 12და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას 13და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი. 14ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს 15და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. 16მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა. 17მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა. 18მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |