მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 47 |
1ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა 2დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა მთასა წმიდასა მისსა. 3ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა. 4ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას. 5რამეთუ, ესერა, მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად. 6მათ იხილეს ესრეთ და დაუკჳრდა, შეშფოთნეს, შეირყინეს; 7და ძრწოლამა შეიპყრნა იგინი; 8მუნ სალმობაჲ, ვითარცა შობადისა. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნეს ნავნი თარშისანი. 9ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთასა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. 10შევიწყნარეთ წყალობაჲ შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა. 11ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაჲ შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი. 12იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შვნთათჳს, უფალო. 13მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა. 14დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა. და განიყავთ ტაძრები მისი, რათა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა. 15რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |