მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 51

1დასასრულსა, გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა

2რაჟამს მოვიდა დიოკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აქიმელიქისსა

3რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე?

4სიცრუესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი აღლესული, ჰყავ შენ ზაკვაჲ.

5შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს სიმართლისა სიტყჳსა.

6შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკვარი.

7ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა.

8იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:

9აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი ამავოებითა თჳსითა.

10ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

11აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.


წინა თავი შემდეგი თავი