მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 52

1დასასრულსა, მაელეთისთჳს გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისი

2თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინეს უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი.

3ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.

4ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთამდე.

5არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა;

6ღმერთსა არა ხადეს. მუნ შეეშინა მათ შაში, სადა-იგი არ იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი.

7ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი.


წინა თავი შემდეგი თავი