მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 53

1დასასრულსა, გალობათა შინა გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა,

2რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის

3ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.

4ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

5რამეთუ უცხონი აღდგს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.

6აჰა, ესერა, ღმერთი მწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.

7მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.

8და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ;

9რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსენ მე და მტერთა ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან.


წინა თავი შემდეგი თავი