მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 55

1დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერა, რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა

2მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე.

3დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ.

4ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან?

5

6მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.

7მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა.

8ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოჰსრნე.

9ღმერთთ, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წიუაშე, ვითარცა აღმითქუ მე.

10მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა, ესერა, მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.

11ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?

12შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგეც შენ ქებისა.

13რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.


წინა თავი შემდეგი თავი