მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 56 |
1დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს, რაჟამს-იგი ივლტოდა პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას 2მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უსჯულოებაჲ. 3ჴმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველისმოქმედისა ჩემისა. 4გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩუენნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაჲ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი. 5და იჴსნა სული ჩემი შორის მჴეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი - ჭურ და ისარ, და ენანი მათნი, ვითარცა ჴრმალნი ლესულნი. 6ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. 7მახე განჰმზადეს ფვრჴთა ჩემთათჳს და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს. 8განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა. 9განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღჳძო განთიად. 10აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის. 11რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაჲ შენი. 12ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |