მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 57

1დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს

2ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო;

3და რამეთუ გულსა შინა უსჯულოებასა იქმთ, ქუეყანასა ზედა სიცრუესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ.

4უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუესა.

5გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი,

6რომელმან არა ისმინა ჴმაჲ მსახრვალისა და წამლისა მწამლველისაგან ბრძნისა.

7ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქუნა უფალმან.

8შეურაცხ იქმნენ იგინი, ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუეს მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ.

9ვითარცა ცჳლი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე.

10ვიდრე არა თანა იყო ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი.

11იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა.

12და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისა; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანას ზედა. დიდება


წინა თავი შემდეგი თავი