მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 58 |
1დასასრულსა, ნუ განხრწნა, დავითის ძეგლისწერა, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი, რათა მოკლას იგი 2მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე. 3მიჴსენ მე მოქმედთაგან უსჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე. 4რამეთუ, ესერა, მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; 5არცა უსჯულოებაჲ ჩემი, არცა ცოდვა ჩემი, უფალო; უცოდველად ვრბიოდე და წარვჰმართე, 6განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. და შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაჱლისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. 7მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან, ვითარცა ძაღლი, და მოადგენ ქალაქსა. 8ესერა, იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა? 9და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი მწე ჩემდა ხარ, 10 11ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; 12ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთა. ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამჴუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო. 13ცოდვაჲ პირისა მათისა სიტყუაჲ ბაგეთა მათთა, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავნებითა მათითა და წყევასა და სიცრუესა უთხრობდენ. 14აღსასრულ რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისჴმა-ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა. 15მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლნი და მოადგენ ქალაქსა. 16იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ, დრტჳნვიდენცა. 17ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა. 18მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, და წყალობაო ჩემო. |
წინა თავი | შემდეგი თავი |