მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 59 |
1დასასრულსა, ცვალებადთათჳს; მერმეცა ძეგლისწერა დავითისი სამოძღურებელად 2რაჟამს-იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისა და ასურეთი სუბაკაჲ და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი 3ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ. 4შეარყიე ქუეყანა და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა. 5უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისა. 6მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშჳლდისა, 7რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 8ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; განვიხარო და განვყო სიკიმა და ღელე იგი საყოფელთა განვზომო. 9ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისა; იუდა, მეუფჱ ჩემი, 10მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიადმდე წარვიმართო სლვა ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. 11ვინ მომიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე, 12არა თუ შენ, ღმერთო, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 13მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ კაცისა. 14ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |