მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 60 |
1დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი 2შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისა, მოხედენ ჩემსა ლოცვასა. 3კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე, 4მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა. 5დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა. 6რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთა და ეც მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა. 7დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად. 8დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მისი ვინ გამოიძიოს იგი? 9ესრეთ უგალობდე სახლსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდება. |
წინა თავი | შემდეგი თავი |