მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 64

1დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიასი და ეზეკიელისი და ერისა მის მსხემობისა

2შენ გშუენის გალობა, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალჱმს.

3შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ჴორციელი მოვიდეს.

4სიტყუანი უსჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო.

5ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, და დაიმკჳდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს ტაძარი შენი,

6საკჳრველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი; ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს.

7განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა,

8რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდეს წარმართნი,

9და ეშინოდეს მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ.

10მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ.

11ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.

12აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა.

13განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოსა და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.

14შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.


წინა თავი შემდეგი თავი