მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 65 |
1დასასრულსა, გალობაჲ ფსალმუნისა აღდგომისათჳს 2ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა. 3არქუთ ღმერთსა, რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი. 4ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო. 5მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროს ძეთა კაცთასა, 6რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად, მდინარესა წიაღჴდენ ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, 7რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით. 8აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ-ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისა, 9რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვა ფერჴთა ჩემთა. 10რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი. 11შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. 12ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, 13და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი, 14რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა. 15საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები. 16მოვედით, და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა. 17მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა. 18სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი. 19ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. 20კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან. |
წინა თავი | შემდეგი თავი |