მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 67 |
1დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა 2აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 3ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 4და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა. 5აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. 6შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. 7ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა. 8ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ 9ქუეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინასა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა. 10წჳმაჲ ნებსით განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. 11და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. 12უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. 13მეუფჱ ძალთა საყუარელისა; შუენიერებითა სახლისათა განყოფად ნატყუენავისა. 14უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითა მოსილ, და ბეჭთსაშუალი მისი ფერითა ოქროსათა. 15რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს. 16მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი, მთაჲ შეყოფილი და მთაჲ პოხილი. 17რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად. 18ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. 19აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ. 20უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან; 21ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი. 22ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთა, თხემი თმითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა. 23თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღჳსათა; 24რათა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი _ მტერთაგან მის მიერ. 25გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა. 26იმსთუეს მთავართა მახლობლად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. 27ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა. 28მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდასნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. 29ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის. 30ტაძრით შენით იერუსალჱმით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი. 31შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთა დიაკეულთა შორის. ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლა. 32მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა. 33მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. 34რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა, მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისა. 35მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაჱლსა ზედა დიდ არს შუენიერებაჲ მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა. 36საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაჱლისა, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი. დიდება |
წინა თავი | შემდეგი თავი |