მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 68 |
1დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი 2მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა; 3მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე. 4დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა. 5განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ. 6ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს. 7ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაჱლისაო. 8რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი. 9უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ _ ძეთა დედისა ჩემისათა. 10რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. 11და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ. 12ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძა და ვექმენი მე მათ იგავ. 13ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა. 14ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა. 15მიჴსენ მე თიჴისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთასა. 16ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთა, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა. 17ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა. 18ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი. 19მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე. 20რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი; 21შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოე. 22და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. 23იქმენინ ტაბლა მათი მათ წინაშე საბრჴე და მისაგებელ და საცთურ. 24დაუბნელდენ თუალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. 25მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულისწყრომა რისხვისა შენისა ეწიენ მათ. 26იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი; 27რამეთუ, რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. 28შესძინე უსჯულოებაჲ უსჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა; 29აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ. 30გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე. 31ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; 32და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი. 33იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი. 34რამეთუ ესმა დავრდომილთა უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა. 35აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა. 36რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი; 37და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |