მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 77

1ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა.

3რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.

4არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.

5და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,

6რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;

7რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.

8რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი.

9ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.

10არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.

11და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა მისთა, რომელ უჩუენნა მათ

12წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.

13განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა.

14და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა.

15განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.

16გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.

17და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.

18და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.

19და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა?

20ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა?

21ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა;

22რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.

23და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა.

24და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ;

25და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.

26აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილო.

27და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი.

28და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა მათსა.

29და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ;

30და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა,

31და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა, მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაჱლისანი დაამჴუნა.

32ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა ღა არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთა.

33და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.

34რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ.

35და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.

36და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.

37ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქმასა მისსა.

38არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნეს და განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომა მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.

39და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.

40რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა, განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა!

41და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაჱლისა განამწარეს.

42არა მოიჴსენნეს ჴელისა მისისა დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთასა;

43ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნაშნი მისნი ველსა მას ტანეოსსა;

44და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან;

45მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.

46და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა;

47მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა;

48მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა;

49მიავლინა მათდა რისხვა გულისწყრომისა მისისა, გულისწყრომა და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.

50გზა-უყო ალაგთა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთასა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.

51და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;

52და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი, ვითარცა სამწყსო, უდაბნოდ.

53და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.

54და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;

55და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისათა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაჱლისა.

56და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს;

57და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელმად;

58განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურვებდეს მას.

59ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაჱლი.

60და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა.

61და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა;

62და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო;

63ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.

64მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.

65და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღჳნოსა.

66და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.

67განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;

68არამედ გამოირჩია მან თესლი იუდასი და მთა სიონი, რომელ შეიყუარა.

69და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.

70და გამოირჩია მან დავით, მონა თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოსაგან ცხოვართასა; და ცხოვართა მუცელქმულთაგან გამოიყვანა იგი

71მწყსად იაკობ მონისა თჳსისა და ისრაჱლ სამკჳდრებელისა თჳსისა.

72და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და გონიერებითა ჴელითა მისთათა უძღოდა მათ. დიდება.


წინა თავი შემდეგი თავი