მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 78

1ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალჱმი, ვითარცა ხილისსაცავი;

2დაასხეს მძორები მონათა შენთა საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა.

3დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალჱმსა, და არა ვინ იყო მფარველ მათდა.

4ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.

5ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, შური შენი?

6მიჰფინე რისხვა შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახლსა შენსა არა ხადეს;

7რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს.

8ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.

9შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.

10ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია.

11შევედინ შენ წინაშე სულთქმაჲ დაბორკილებულთა, სიმდიდრითა მკლავისა შენისათა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.

12მიაგე გარემოსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.

13ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.


წინა თავი შემდეგი თავი