მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 84 |
1დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი 2გთნდა, უფალო, ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუჱ იაკობისი. 3მიუტევენ უსჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი. 4დააცხრვე ყოველი გულისწყრომა შენი, მოაქციე რისხვისაგან გულისწყრომისა შენისა. 5მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარეწარაქციე რისხვაჲ შენი ჩუენგან. 6ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე. 7ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. 8მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი მომეც ჩუენ. 9ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ იტყოდის იგი მშჳდობასა ერისა თჳსისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ. 10რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაჲ მისი დამკჳდრებად დიდებაჲ მისი ქუეყანასა ჩუენსა. 11წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს-უყვეს. 12ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა. 13და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაჲ, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი. 14სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვა თჳსი. დიდებაჲ |
წინა თავი | შემდეგი თავი |