მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 88 |
1გულისჴმის-ყოფისათჳს ეთამ ეზრაიტელისა, ფსალმუნი დავითისი 2წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლამღე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა. 3რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი. 4ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა; 5უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლამდე საყდარი შენი. 6აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა. 7რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა? 8ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა. 9უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა. 10შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშჳდებ. 11შენ დაამდაბლე, ვითარცა წყლული, ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისათა განაბნიენ მტერნი შენნი. 12შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა, სოფელი და სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე. 13ჩრდილო და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ. 14შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი. 15სიმართლე და განკითხვა არს განმზადებაჲ საყდრისა შენისა, წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა. 16ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდიან, 17და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ. 18რამეთუ სიქადული ძალისა მათისა შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაჲ ჩუენი. 19რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნა და წმიდისა, ისრაჱლ, მეუფისა ჩუენისა. 20მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავსდევ შეწევნა ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. 21ვპოე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას. 22რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი. 23არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უსჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა. 24და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე. 25წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი; 26და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა _ მარჯუენე მისი. 27მან მხადოს მე: მამა ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისა. 28და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროს მეფეთა ქუეყანისათა. 29უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქმა ჩემი ერწმუნოს მას. 30და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი. 31და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან, 32სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ, 33განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი; 34ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა, 35არცა შევაგინო აღთქმა ჩემი და, რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო. 36ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო მას. 37ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა, 38და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნო ცათა შინა. 39ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი; 40და აქციე აღთქმა მონისა შენისა, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი. 41დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ; 42და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოსთა მისთა. 43აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთა და ახარე ყოველთა მტერთა მისთა; 44გარემიაქციე შეწევნა მახჳლისა მისისა და არა შეეწიე ბრძოლასა შინა. 45დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ; 46შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი. 47ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების, ვითარცა ცეცხლი, რისხვა შენი? 48მოიჴსენე შენ, რა არს არსებაჲ ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი? 49ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა? 50სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა? 51მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთა, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთა; 52რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა. 53კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. იყავნ, იყავნ. დიდება |
წინა თავი | შემდეგი თავი |