მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 90 |
1ქებაჲ გალობით დავითისი, ზედაწარწერილი ებრაელთა შორის. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს. 2ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. 3რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთასა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა. 4ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; 5საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი. 6არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. 7დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. 8ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. 9რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. 10არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. 11რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა; 12ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი; 13ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. 14რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. 15ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი. 16დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. დიდებაჲ |
წინა თავი | შემდეგი თავი |