მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 92

1უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

2განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.

3აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა.

4ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო იქმნნეს ფრიად;

5სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.


წინა თავი შემდეგი თავი