მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 1 |
1ესე სიტყუანი არიან, რომელთა ეტყოდა მოსე ყოველსა ისრაჱლსა წიაღ იორდანესა უდაბნოსა დასავალით კერძო მახლობელად ევრთრასა ზღუასა, შორის ფარანს და ტოფოლს, და ლობონს, და ასეროთს და სადა-იგი ოქროჲ იყო, 2ათერთმეტ დღის სავალით ქორებით მთად სეირდ ვიდრე კადეს ბარნედ. 3და იყო მეორმეოცესა მას წელსა, ათერთმეტსა მას თჳსასა, რომელ იყო პირველი თვისა, ეტყოდა მოსე ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ მცნებათა, რომელ ამცნო მას უფალმან, 4რაჟამს დასცა მან სეონ მეფჱ იგი ამორეველთა, რომელ-იგი დამკჳდრებელ იყო ესებონს, და ოგ მეფჱ იგი ბასაანისაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასტაროთს და ლედრაინს. 5წიაღ იორდანესა ქუეყანასა მოაბისასა იწყო მოსე თხრობად შჯულისა ამის და თქუა: 6უფალი ღმერთი ჩუენი გუეტყოდა ჩუენ ქორებს და თქუა: კმა-იყავნ თქუენდა დგომაჲ მთასა მას. 7მიიქეცით თქუენ, აჰკიდეთ, წარიძრენით და მივედით, და შევედით მთასა მას ამორეველთასა და ყოველთა მათ გარემო მკჳდრთა არაბიელთასა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან ველთა, და მთათა, და ღელეთა და სამხრით კერძო ზღჳსკიდესა მას ქანანელთასა და ყოველსა მას მთისპირსა ლიბანით კერძო ვიდრე მდინარედ დიდადმდე ევფრატად. 8აჰა, ეგერა, მიმიცემიეს თქუენდა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს და ნათესავსა მათსა შემდგომად მათსა. 9გეტყოდე თქუენ და გარქუ მას ჟამსა შინა, 10ვითარმედ ვერ დაგითმო თქუენ მარტომან, რამეთუ უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და აწ, ეგერა, ხართ თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა. 11უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან შეგძინენ თქუენ, ვითარცა-ეგე ხართ ათასწილ და გაკურთხენინ თქუენ, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ. 12აწმე ვითარ შეუძლია თავს-დებად ურვასა მაგას თქუენსა და სიმიმესა და ჴდომასა სასჯელისასა განგებად? 13აწ მომცენით მე კაცნი ბრძენნი და გონიერნი და მეცნიერნი ნათესავთაგან თქუენთა, რათა დავადგინნე იგინი მთავრად და განმგებელად თქუენ ზედა. 14და მომიგეთ მე და მარქუთ: კეთილ არს სიტყუა ეგე, რომელსა მეტყოდე ჩუენ ყოფად ეგე. 15და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი, გონიერნი და მეცნიერნი და დავადგინენ იგინი წინამძღურად თქუენდა - ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად და მწიგნობარნი საშჯელისა განმგებელად ნათესავთა თქუენთა. 16და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ისმინეთ შორის ძმათა და საჯეთ სიმართლით შორის კაცისა და ძმისა მიმართ თჳსისა. 17და ნუ თუალ-აღებთ სასჯელსა და ნუ მიჰხედავ სიკნინით და სიმდიდრით, ნუ თუალ-ახუამ პირსა კაცისასა, რამეთუ სასჯელი ღმრთისაჲ არს და სიტყუაჲ, რომელ ფიცხელ იყოს და ვერ შესაძლებელ იყოს თქუენდა განგებად, ჩემდა მოაწიეთ და მე განვაგო. 18მას ჟამსა შინა გამცენ თქუენ და გარქუ, ვითარმედ ყოველთა მაგათ მცნებათა, რომელსა გამცნებდი, ჰყოფდით. 19და წარვიძრენით ჩუენ ქორებით, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი, რომელ თქუენ თჳთ იხილეთ, გზაჲ იგი მთისა მის ამორეველთაჲსა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და მოვედით ჩუენ ვიდრე კადეს ბარნედმდე. 20და გარქუ თქუენ: ეგერა, მოწევნულ ხართ თქუენ მთასა მას ამორეველთასა. 21რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ: იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი, შევედით და დაიმკჳდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან: თქუენ ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. 22და მოვედით ჩემ წინაშე და სთქუთ: წარავლინნეთ კაცნი წინასწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტოვრონ ქუეყანაჲ იგი და მოვიდენ, მოგჳთხრან ჩუენ საზომი გზისაჲ მის, რომელსა აღვიდეთ, და ქალაქთა მათ, რომელთა შევიდეთ, დამკჳდრებად მათ შინა. 23და სათნო-მიჩნდა ჩემ წინაშე სიტყუაჲ ეგე და მოვიყვანენ თქუენგანი კაცნი ათორმეტნი, თითოჲ კაცი ნათესავად. 24და წარვავლინენ იგინი მსტოვრად ქუეყანისა მის და წარვიდეს იგინი მთით კერძოსა მას და მიიწინეს იგინი ვიდრე ჴევადმდე ტევნისა და მოისტუნეს ქუეყანა იგი ყოველი. 25და მოიღეს ჴელითა მათითა ნაყოფისაგან მის ქუეყანისაჲსა, და მომართუეს ჩუენ და მრქუეს ჩუენ: კეთილ არს ქუეყანაჲ იგი, რომელსა უფალი ღმერთი ჩუენი მოგუცემს ჩუენ. 26და თქუენ არა ინებეთ აღსლვაჲ, არამედ ურჩ ექმნენით სიტყუასა მას უფლისა ღმრთისა თქუენისასა. 27და სდრტჳნევდით ბანაკსა შინა თქუენსა და იტყოდეთ: რამეთუ ვსძულდით ჩუენ უფალსა, ამისთჳს გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მიცემად ჩუენდა ჴელთა ამორეველთა, რათა მოგუსრნენ ჩუენ. 28აწვე აღვიდეთ ჩუენ, მერმე ძმათავე თქუენთა განდრიკნეს გულნი თქუენნი და იტყოდეს: ვითარმედ ნათესავი დიდი და უძლიერესი თქუენსა და ქალაქები დიდ-დიდები და ზღუდეები მაღალი ვიდრე ცადმდე, არამედ ნათესავნი გმირთაჲცა ვიხილეთ მუნ. 29ხოლო მე გარქუ თქუენ, ვითარმედ: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით მათგან. 30უფალი ღმერთი თქუენი წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა და იგი ჰბრძოდის თქუენ წილ შეზღუდვილსა მკჳდრთათჳს ქუეყანისათა, ამცენ ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ-იგი ყო ჩუენთჳს ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე თუალთა თქუენთა. 31და უდაბნოსაცა მას, რომელ-ესე თქუენ იხილეთ, ვითარ-იგი გუზრდიდა ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვითარცა-იგი ზრდინ კაცი შვილსა თჳსსა ყოველთავე გზათა თქუენთა, რომელთაცა ხჳდოდით თქუენ ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას. 32და ამითცა სიტყჳთა არავე ერწმუნეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა, 33რომელ-იგი გიძღოდა თქუენ ყოველთავე გზათა თქუენთა და გირჩევდა თქუენ ადგილთა და გიძღოდა თქუენ სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე და გიჩუნებდა თქუენ გზასა, რომელსა ხჳდოდეთ, და ღრუბლითა - დღისი. 34და შეესმა უფალსა ჴმაჲ სიტყჳსა თქუენისაჲ და განრისხნა, 35ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა, 36გარნა ქალებ, ძემან იეფონისმან, იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაჲ იგი, რომელსა მიიწია და შევიდა, და შვილთა მისთა, რამეთუ სათნო ეყო უფალსა. 37და ჩემთვისცა განრისხნა უფალი თქუენ გამო და მრქუა მე: ვერცაღა შენ შეხჳდე მუნ, 38გარნა ისო, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქვეყანასა მას აღთქუმისასა, გარნა ძლიერი იგი, რამეთუ მან დაუმკჳდროს იგი ისრაჱლსა და ერისა თქუენისაგანმან, 39ყრმამან ჩჩჳლმან, რომელმან არა იცის დღე კეთილი და ბოროტი, იგი შევიდეს მუნ და მათ მივსცე იგი. და მათცა დაიმკჳდრონ იგი. 40და თქუენ მიიქეცით და დაიბანაკეთ უდაბნოსა მას გზასა ევრჳთრით ზღჳთ კერძო. 41და მომიგეთ და მარქუთ მე: ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმერთისა ჩუენისა. აწ აღვიდეთ ჩუენ, ბრძოლა-ვსცეთ, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და შეიჭურენით თითოეულად საჭურველი თქუენი, შეჰკერბით და აღხუედით მთასა მას. 42სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ეტყოდე მაგათ და არქუ, ნუ აღხუალთ, ნუცა ვბრძვით მაგათ, რამეთუ მე არა თქუენ თანა ვარ, რათა შეიმუსრეთ წინაშე მტერთა თქუენთა. 43და გეტყოდი თქუენ და თქუენ არა ისმინეთ ჩემი, გარდაჰჴედით ბრძანებასა მას უფლისასა, არამედ ურჩ ექმნენით და აღხუედით მთასა მას. 44და გამოვიდა ამორეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო მთასა მას შემთხუევად თქუენდა და წარგიქცინა თქუენ მეოტად და შეგიცვნეს თქუენ, ვითარცა ფუტკართა. და დაგჩხუეპდეს თქუენ სეირითგან მიჰრმადმდე. 45და დასხედით და სტიროდეთ წინაშე უფლისა და არა ისმინა უფალმან ჴმისა თქუენისაჲ და არცა მოგხედნა თქუენ. 46და დაადგერით თქუენ კადეს მრავალ დღე, რავდენცა იყვენით მუნ. |
შემდეგი თავი |