მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 10 |
1მას ჟამსა შინა მრქუა მე უფალმან: გამოთალენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველისა მის და აღმოგუალე ჩემდა მთასა მას და იქმენ შენ თავისა შენისა კიდობანაკი ძელთაგან ულპოლველთა. 2და დავწერო ფიცართა მათ შჯული იგი პირველი, რომელი-იგი იყო პირველთა მათ ფიცართა, რომელნი-იგი შენ დაჰმუსრენ და შთასხნე ფიცარნი იგი კიდობანსა მას. 3და შევქმენ მე კიდობანი ერთი ძელთაგან ულპოველთა და გამოვთალენ ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველთა მათ და აღვედ მთასა მას და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა. 4და დაწერა ფიცართა მათ ზედა ათი იგი მცნებაჲ, რომელთა-იგი გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა შორის ცეცხლსა მას და მომცნა მე იგინი უფალმან. 5და მოვიქეც და გარდამოვედ მე მიერ მთით და შთავსხენ მე ფიცარნი იგი კიდობანსა, რომელ-იგი შევქმენ, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან. 6და წარიძრნეს და წარვიდეს ძენი იგი ისრაჱლისანი ბეროთით ძეთა მათგან აკასისთა მოსლვად. და მუნ მოკუდა აჰრონ და დაეფლა და შედგა მღდელობად მის წილ ელიაზარ, ძე მისი. 7მიერ წარიძრნეს გალგალდ და გალგალით მივიდეს ტეგად, ქუეყანასა მას მდინარეთა წყალთასა. 8მას ჟამსა შინა გამოარჩია უფალმან ნათესავი იგი ლევისი აღღებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა შეწირვად მსახურებათა და ლოცვათა სახელისათჳს უფლისა დღენდელად დღედმდე. 9ამის გამო არა უც ნაწილი და სამკჳდრებელ ლევიტელთა ძმათა შორის თჳსთა, რამეთუ უფალი თავადი ნაწილ და სამკჳდრებელ არს მათა. 10და მე დავადგერ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე მას ჟამსა, შეისმინა ჩემი უფალმან და არა ჯერ-იჩინა მოსრვაჲ მათი. 11სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღჰკიდე, ვიდოდე, წარუძეღუ ერსა მაგას, შევიდენ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა. 12აწ, ისრაჱლ, რასა ითხოვს უფალი ღმერთი შენგან, არამედ, რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყუარო იგი და ჰმსახურებდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. 13და დაიცვნე მცნებანი და სამართალნი უფლისა ღმრთისა შენისანი და მშჯავრნი მისნი, რომელთა-ესე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ. 14აჰა, ესერა, უფლისა ღმრთისა შენისანი, არიან ცანი და ცანი ცათანი, ქუეყანაჲ და ყოველ, რაჲ არს მას შინა. 15ხოლო მამანი თქუენნი გამოირჩინა უფალმან, შეიყვარნა იგინი და შემდგომად მათსა გამოგირჩინა თქუენ ნათესავი ეგე მათი ყოველთა უფროჲს წარმართთა ვიდრე დღენდელად დღედმდე. 16აწ განიშორეთ სიფიცხლე ეგე გულთა თქუენთა და ქედთა თქუენთაჲ და მერმე ნუღარა განფიცხნებით, 17რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი არს ღმერთი ღმერთთა და უფალი უფალთა, ღმერთი დიდი და ძლიერი და საშინელი, რომელმან არა თუალ-ახუნის, არა შეიღის ქრთამი, 18ყვის სასჯელი მწირისა, ობლისა და ქურივისაჲ, შეიყუარის მწირი იგი და სცის მას პური და სასუმელი. 19აწ შეიყუარეთ თქუენ მწირი იგი და მსხემი, რამეთუ თქუენცა მწირ და მსხემ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. 20უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე, მას შეეყო და სახელსა მისსა ჰფუცვიდე, 21რამეთუ იგი არს სიქადულ შენდა და იგი თავადი არს ღმერთი შენი, რომელმან-იგი ყო შენ ზედა სასწაული დიდ-დიდი და საკჳრველებაჲ, რომელ იხილეს თუალთა შენთა, 22რამეთუ სამეოცდაათ სულ შთავიდეს მამანი იგი თქუენნი ეგჳპტედ, აწ, ეგერა, შეგქმნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |