მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 14 |
1ნაშობ იყვნეთ თქუენ უფლისა ღმრთისა თქუენისა, მკუდარსა ზედა არა იტყებდე და არცაღა აჩინო ნიში ჴაჴილებისაჲ შუბლსა შენსა, შორის ორთა თუალთა შენთა. 2რამეთუ ერი ეგე წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო მისა ერ საზეპურო ყოველთა შორის ნათესავთა, რომელნი არიან გარემოჲს შენსა. 3ყოველივე საცხოვარი, რომელი ბილწ არს, არა შჭამო. არამედ ესე შჭამო ჴბოჲ ზუარაკთაგანი და ტარიგი ცხოვართაგანი, ვაცი თხათაგანი, 5ირემი, ქურციკი, გამეში, ხარაბუზი, ნიამორი, 6და ყოველი პირუტყჳ, რომელი ჭლაკ-განპებულ იყოს და აღმოიცოხნიდეს, შჭამოთ. 7და რომელ არა შჭამო, ესე არს, რომლისა ჭლაკნი არა განპებულ იყვნენ და არა აღმოიცოხნიდეს, არცა განმარტებულ ესხნენ ფრცხილნი. 8არა შჭამო აქლემი და მაჩვი და ყოველივე ფერჴ-მატყიერი, რამეთუ არა აღმოიცოხნიან და არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ. ნუ შჭამთ, რამეთუ ბილწი არს, ნუცა მომკუდარსა შეეხებით ყოვლისაგან. 9რომელი წყალსა შინა არს, ესე შჭამო. ყოველსა, რომელსა ფრთე ესხნენ და ქეცი ედვას, მისი შჭამო. 10და ყოველსა, რომელსა ფრთე არა ესხნენ, და არცა ქეცი ედვან, მისი არა შჭამო, რამეთუ ბილწი არს. 11ყოველივე მფრინველი, რომელი წმიდა იყოს, მისი შჭამო. 12და რომელი არაწმიდა იყოს, მისი არა შჭამო, 13ორბი, ფასქუჯი და ყანჩი, ყურჭი, 14ძერი და ყოველი მსგავსი მისი, 15სირაქლემი და ბუვი, ყუავი და ყიველი მსგავსი მისი. 16და ტივი, და ყარყატი, და აკაური, 17და ოფოფი და ძენძერუკი და დედამთრვალი და ქორი და ყოველი მსგავსი მისი. 18და ვარხჳ და მღამიობი, და ბუკიოტი და ყოველი მსგავსი მისი. 19და ყოველივე ქუეწარმავალი მფრინველთა არაწმიდათაჲ, ბილწ არს თქენდა და ნუ შჭამთ. 20ყოველივე მფრინველი წმიდათაგანი ჭამეთ. 21ყოველსავე მკუდრისასა ნუ შჭამთ, ყოველსავე მსხემსა და მწირსა, რომელი ქალაქსა შინა შენსა იყოს, ნუ სცემ მას, ნუცა აწამებ და ნუცა სხუასა სცემ, რამეთუ ერი ეგე წმიდა ხარ უფლისა ღმრთისა შენისა, კრავსა სძითა დედისა თჳსისაჲთა ნუ შეჰგბოლავთ. 22ათეული გამოსცი ყოვლისავე ნაყოფისა თესულისა შენისაჲ, რომელი იყოს ველთა შენთა წილად-წილად. 23და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირო ყოველივე ათეული იფქლისა შენისაჲ და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა და ცხოვართა შენთაჲ, რათა შეისწაო შიში უფლისა ღმრთისა შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. 24უკეთუ შორს იყოს შენგან გზაჲ იგი და ვერ შესწირო იგი, რამეთუ შორს იყოს შენგან ადგილი იგი, რომელი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან. 25განჰყიდო შენ ნაყოფი იგი ვეცხლად, და მოიღო შენ ვეცხლი იგი ჴელითა შენითა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან. 26განჰყიდო იგი, რადცა გინდეს და გულმან გრქუას შენ, ზროხად, გინა თუ ცხოვრად, გინა თუ ღვინოდ, გინა თუ რადმე, რაჲ გულმან გრქუას შენ, და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და იხარებდე შენ და სახლეულნი შენნი. 27და ლევიტელი იგიცა, რომელი იყოს ქალაქსა შენსა, არა განიშორო იგი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა. 28მესამესა წელსა გამოსცე შენ ყოველი-იგი ათეული ნაყოფისა მის შენისაჲ და მასვე წელსა დასდვა იგი ქალაქსა შენსა. 29და მივიდეს ლევიტელი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა და მსხემი იგი, და მწირი იგი, და ქურივი იგი და ობოლი იგი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა, მივიდენ და შეჭამონ იგი და განძღენ, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათთჳს საქმეთა შენთა, რომელსა იქმოდე შენ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |