მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 17

1არა შესწირო შენ უფლისა ღმრთისა შენისა ზუარაკი, ანუ თუ ცხოვარი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ანუ სიხაშმე, რამეთუ საძაგელ არს იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

2იპოვოს თუ ვინმე შენ შორის, ანუ ქალაქთა შენთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მიგცეს შენ მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი, რომელმან ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და გარდაჰჴდეს მცნებათა მისთა,

3და მივიდეს და ჰმსახუროს მან კერპთა და თაყუანი-სცეს მზესა, გინა მთოვარესა, გინა თუ ყოველსავე სამკაულსა ცისასა, რომლისაჲ მე არა უბრძანე მათ.

4და აგრძნეთ, გამოიძიეთ, გამოიკითხეთ ფრიად და, თუ ჭეშმარიტად ყოფილიყოს სიტყუაჲ ეგე ბილწებისაჲ შორის ისრაჱლსა,

5განიყვანო კაცი იგი გარეშე ქალაქსა, გინა თუ მამაკაცი იყოს, გინა თუ დედაკაცი იყოს, ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუდეს. და, რომელი-იგი მოკუდებოდის,

6ორითა და სამითა მოწამითა მოკუედინ, ნუ ერთითა მოწამითა, ჴელნი პირველად მოწამეთა შეეხნედ.

7მოკუდინებად სიკუდილისა თანამდებისა მის, და მაშინღა ყოვლისა მის ერისანი შემდგომად მათისა, მოისპენ უკეთური იგი თქუენ შორის.

8ვერ თუ რაჲმე შესაძლებელ იყოს თქუენ შორის სიტყუაჲ საშჯელისაჲ, განგებასა განსაგებელისასა, ანუ განკითხვასა რასმე სასჯელისასა, ანუ იჭუისა მიმართ რაჲსმე გონებისასა, ანუ ცილობისათჳს რაჲმე სიტყვისა სასჯელისაჲსა ქალაქთა შინა შენთა, აღსდგე და აღხვიდე შენ ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან თქუენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა,

9და მიხვიდე შენ მღდელთა მათ ლევიტელთა და მსაჯულნი იგი, რომელ იყვნენ მათ ჟამთა, და გამოიკითხონ სასჯელი იგი და გითხრან შენ განგებაჲ იგი სასჯელისა მის.

10და ჰყო მსგავსად სიტყვისა მის, რომელცა-იგი გითხრან შენ ადგილისა მისგან, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და ეკრძალო მას ყოფად ყოვლისა მის მცნებისა სასჯელისაჲსა.

11რომელ-იგი შჯული შეგითხრა შენ და რაჲცა გასწაონ შენ, ჰყო შენ მსგავსად სიტყჳსა მის მათისა, რაჲცა-იგი გრქუან შენ, არა გარდააქციო შენ მარჯულ, არცა მარცხლ.

12იყოს თუ ვინმე კაცი და ამპარტავნებდეს და არა ერჩდეს სიტყუასა მღდელისასა მის, რომელ-იგი დგეს მსახურად სახელისა მის უფლისა ღმრთისა შენისასა, ანუ თუ მსაჯულთა მათ, რომელნი დგეს მათ ჟამთა, სიკუდილისა თანამდებ არს იგი კაცი, სიკუდილით მოკუედინ და მოისპენ ბოროტი იგი ეგევითარი შორის ისრაჱლსა.

13რათა ყოველსა ერსა, რომელსა ესმეს, ეშინოდის და არღარა უსჯულოებდენ.

14შე-თუ-ხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად მკვიდრობისა შენისა და დაეშენო მუნ და მოიჴსენო გულსა შენსა და სთქუა: ვიდგინო თავისა ჩემისა მთავარი, ვითარცა სხუათა ნათესავთა, რომელნი-იგი გარემო არიან ჩემსა.

15არა იდგინო შენ სხუაჲ, არამედ რომელნიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთა, იგი დაიდგინო მთავრად შენ ზედა, რომელ არა ძმათა შენთაგანი იყოს.

16ნუუკუე ერისკრება-ყოს და განამრავლოს შენ ზედა მჴედარი და მიაქციოს ერი ეგე მუნვე ეგვიპტედ, რამეთუ უფალმან ესრე თქუა: არღარა შესძინოთ თქუენ მერმე მოქცევად გზასავე ამას.

17და ნუ განიმრავლებნ თავისა თვისისა ცოლებსა, რათა არა განდრკეს გული მისი, ოქროსა და ვეცხლსა ნუ შეიკრებნ ძლიერად.

18და იყოს, რაჟამს დაჯდეს საყდართა მათ ზედა მთავრობისა მისისათა და გარდაწეროს წიგნი ესე მეორისა სჯულისაჲ წიგნთა

19მღდელთაგან და ლევიტელთა და იყოს მის თანა მარადის და ჰკითხვიდეს მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, რათა შეისწაოს შიში უფლისა ღმრთისა თჳსისაჲ და დაიმარხნეს ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი და ყოს ესე.

20რათა არა აღმაღლდეს გული მისი ძმათაგან თჳსთა და გარდააქციოს სჯულისა მისგან მარჯულ, ანუ მარცხლ, რათა დღეგრძელ იყოს მთავრობასა მას ზედა მისსა იგი და შვილნი მისნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.


წინა თავი შემდეგი თავი