მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 18

1არა იყოს მღდელთა მათ ძეთა ლევისთა, ვითარცა სხუათა მათ ნათესავთაჲ ნაწილ და სამკვიდრებელ შორის ისრაჱლსა, არამედ შესაწირავნი იგი უფლისანი იყვნედ ნაწილად მათა და მას ჭამედ.

2ხოლო სხუაჲ ნაწილი არა აქუნდეს, არამედ უფალი ნაწილ იყავნ

3მღდელთა მათ ერისა მისგან, რომელნი-იგი შესწირვიდენ მსხუერპლთა მათ, გინა თუ ზუარაკსა, გინა თუ ცხოვარსა, მიეცენ მღდელსა მას ნაწილად აღსაბმელი და ღაწუნი კოჭანითურთ.

4და პირველ იფქლისაჲ და ღვინისაჲ და ზეთისაჲ და პირველი ნარისუელი ცხოვართა შენთაჲ მისცე მას.

5რამეთუ იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან თავისა თჳსისა ყოველთაგან ნათესავთა დადგინებად მისა მსახურებად უფლისა, იგი და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა.

6მო-თუ-ვინმე-ვიდეს ლევიტელი ერთი, რომლისავე ქალაქისა ძეთა მათ ისრაჱლისათა, სადაცა ვინ დამკვიდრებულ იყოს და რამეთუ გულმან ჰრქუა მას მოსლვად და მსახურებად ადგილსა ამას, რომელი-იგი გამოირჩია უფალმან

7სამსახურებულად უფლისა ღმრთისა, ვითარცა ყოველთა ამათ ძმათა ძეთა ლევიტელთა, რომელნი დგენ წინაშე უფლისა.

8ეგრეცა მას მიეც ნაწილი საჭმლად, გარნა სასყიდელისა მისგან ნათესავთაჲსა არა სცე მას.

9უკეთუ შეხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, ნუ ისწავებ შენ საქმედ მსგავსად ბილწებისა მის მათ წარმართთაჲსა.

10ნუ ვინ იპოვებინ შენ შორის, რამეთუ შესწვიდეს ძესა თვისსა, გინა თუ ასულსა თჳსსა ცეცხლითა, ანუ თუ იმისნიდეს მისნობითა, ანუ ჰავსა იზმნიდეს ჰავთა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა,

11ანუ გრძნეულ გრძნებითა, ანუ თუ ულუკთმკითხველი, ანუ სასწაულით მკუდართა მკითხველი.

12რამეთუ ბილწი არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმოდის ამას ყოველსა, რამეთუ ამის ყოვლისა ბილწებისათჳს მოსრნა იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა.

13არამედ სრულ იყავ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

14ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნთა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან.

15რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი.

16ისმინეთ მსგავსად ყოვლისა მის, რომელი-იგი ითხოვე უფლისა ღმრთისა შენისაგან ქორებს ჟამსა მას შეკრებისასა, რამეთუ სთქუათ: არღარა შევსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მის უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა. და ცეცხლი ესე დიდი არღარა ვიხილოთ მერმე, რათა არღარა მოვწყდეთ.

17და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდეს. აწ

18წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა.

19და იყოს კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს ყოველნი იგი სიტყუანი მის წინაწარმეტყუელისანი, რომელსა-იგი ეტყოდის სახელითა ჩემითა.

20მე შური ვიძიო მისგან და წინაწარმეტყუელი, რომელი უშჯულოებდეს და იტყოდის სახელითა ჩემითა სიტყუასა, რომელ მე არა უბრძანე მას სიტყუად და ანუ თუ ეტყოდის სახელითა ღმერთთა უცხოთაჲთა, სიკუდილით მოკუდეს იგი წინაწარმეტყუელი.

21უკეთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარ მე უწყოდით სიტყუაჲ იგი უფლისა,

22რომელსა-იგი უფალი არა ეტყოდის წინასწარმეტუელსა მას? სიტყუასა, რომელ-იგი იტყოდის წინაწარმეტყუელი იგი სახელით უფლისათა და სიტყუაჲ იგი არა იყოს მსგავსად წინაწარმეტყუელებისა მის მისისა, რომელსა-იგი ეტყოდა მას უფალი ღმერთი, ნუ შეუდგებით, რამეთუ უსჯულოებით მით თავისა თვისისაჲთა იტყოდა ცრუწინაწარმეტყუელი იგი.


წინა თავი შემდეგი თავი