მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 19

1უკეთუ მოსრვით მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი, რომელთაჲ-იგი მოგცეს უფალმან ღმერტთმან შენმან ქუეყანაჲ იგი დამკვიდრებად. და დაეშენო შენ ქალაქთა მათთა და სახლთა მათთა.

2სამი ქალაქი გამოირჩია უფალმან თავისა შენისა ქუეყანისა მისგან, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

3აღიწონე გონებასა შენსა გზაჲ იგი მისი და სამად ნაწილად განჰყო საზღვარი იგი მის ქუეყანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და განუყო შენ ნაწილად თითოჲ ქალაქი და იყოს იგი შესავედრებელად კაცისმკლველთა.

4და ბრძანებაჲ ესე იყოს კაცისა მკლველისა მის ზედა, რომელ-იგი მეოტ იქმნეს და შევარდეს ქალაქსა მას, განერეს.

5რომელმან მოკლას მოყუასი იშვით, არანებსით, არცა ზაკვით, არც ყოფილ იყოს გული მისი სიძულილით მისა მიმართ გუშინ, გინა თუ ძოღან. შე-თუ ვინმე-სრულ იყოს ტყესა შეშისა კრვად მოყუასისა თანა დაცემასა მას ცულისასა, განერეს ჴელთა მისთა და მახვილი იგი ეცეს მოყუასსა მას თჳსსა და მოკუდეს, ეგევითარი იგი ივლტოდის და შევარდეს ერთსა ქალაქთა მათგანსა,

6რათა არა მახლობელმან ვინმე მის სისხლისამან დევნა-უყოს მომკლველსა მას, განჴურვებითა მით გულისაჲთა ეწიოს მას და მოკლას, რამეთუ შორს იყოს გზაჲ მისი და იგი არა თანამდებ იყოს, რამეთუ არა მტერობით, ანუ სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან.

7ამისთჳს განმცნებ შენ სიტყუასა ამას, რათა გამოჰყუნე შენ სამნი იგი ქალაქნი განსარინებელად მკლველთა მათ.

8უკეთუ განვრცობით განგივრცნეს უფალმან ღმერთმან შენმან საზღვარნი იგი შენნი, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა და მოგცეს შენ ყოველი-იგი ქუეყანაჲ, ვითარცა-იგი ეტყოდა მამათა შენთა.

9უკეთუ სმენით ისმინნე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა ჩემთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი გზათა მისთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, შესძინო შენ სამიღა ქალაქი სხუაჲ სამთა მათ ქალაქთა,

10რათა არა დაითხეოდის სისხლი უბრალოჲ ქუეყანასა მას შენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ დამკვიდრებად და ნუმცა იპოების შენ შორის თანამდებ სისხლისა.

11უკეთუ იყოს ვინმე კაცი, რომელსა სძულდეს მოყუასი იგი თჳსი მტერობით და უმზიროს მას და აღდგეს მის ზედა და მოკლას და შევარდეს ერთსა ქალაქთაგანსა,

12მიავლინეთ ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გამოიყვანეთ მიერ. და მიეცეს იგი ჴელთა შურისმგებელისა მის სისხლისასა და მოკლან იგი.

13და ნუ დაჰრიდებნ თუალი მისი და ნუცა შეიწყალებნ მას და განსწმიდო სისხლი იგი უბრალოჲ ისრაჱლსა შორის და კეთილი გეყოს შენ.

14ნუ გარდასცვალებ საზღვართა, რომელ დაამტკიცნეს მამათა შენთა სამკვიდრებელსა მას შენსა ქვეყანასა მას ზედა, რომელსა დაგამკვიდროს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

15წამებასა ერთისა მოწამისასა ნუ თავს-იდებთ, რომელი წამებდეს ყოვლისავე უსჯულოებისათჳს და ცოდვისათჳს რომლისავე კაცისა მიმართ. რამეთუ ორითა და სამითა მოწამითა დაემტკიცების ყოველივე სიტყუაჲ.

16წარმო-თუ-ვინმე-დგეს ცრუმოწამე რომლისავე კაცისათჳს და იტყოდის უსჯულოებასა,

17წარმოდგედ ორნივე იგი კაცნი და იტყოდედ წინაშე უფლისა და წინაშე მღდელთა და წინაშე მსაჯულთა, რომელნი იყუნენ მათ ჟამთა.

18და გამოიკითხონ მათ ჭეშმარიტებით და თუ იპოვნენ კაცი იგი წამებასა მას ზედა ცრუსა, სიცრუით წამებდა მოყუსისა მისისათჳს.

19და ვახად აღუდგა მას და უყვედ მას მსგავსად სიბოროტისა მისისა, რომელ-იგი ზრახა ყოფად მოყუსისა მის თჳსისათჳს და მოსპეთ ეგევითარი იგი ბოროტი თქუენ შორის,

20რათა ნეშტთა მათ, რომელნი-იგი დაშთენ, ეშინოდის და არღა შესძინონ საქმედ ბოროტისა რაჲთურთით.

21ნუ ჰრიდებნ თუალი შენი ეგევითარსა მას, სული სულისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, ჴელი ჴელისა წილ, ფერჴი ფერჴისა წილ, რაჲცა ვინ უყოს მოყუასსა თჳსა, მიეგოს მას.


წინა თავი შემდეგი თავი