მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 20 |
1გან-თუ-ხვიდოდი შენ წყობად მტერთა შენთა და იხილო მუნ ვაშტი და მჴედრები და გუნდები ერთა მრავალთაჲ უძლიერესი შენსა, ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგვიპტით. 2და იყოს, რაჟამს მიეახლო შენ ადგილსა მას განსაწყობელსა, წარდგეს მღდელთმოძღუარი იგი 3და თქუას: ისმინე, ისრაჱლო, თქუენ გამოსრულ ხართ, ეგრე, დღეს წყობად მტერთა მათ თქუენთა, ნუ და აღჴსნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა გეშინინ მათგან, ნუ დაბრკოლდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა დაჰრიდებთ პირსა მათსა, 4რამეთუ უფალი ღმერთი თქუენ თანა არს, რომელი წინაგიძღვის თქუენ, რათა სძლოთ დაცემად მტერთა თქუენთა და განგარინნეს თქუენ ჴელთაგან მათთა, 5მერმე წარდგენ შჯულისმწიგნობარნი იგი, ეტყოდიან ერსა მას და ჰრქუან: ეშენოს თუ ვისმე კაცსა თქუენგანსა სახლი ახალი და სატფური არა ეყოს მას შინა, განვედინ ჩუენგან და მიიქეცინ მუნ სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა და სხუაჲ კაცი მოვიდეს და სატფურ იყოს მას შინა. 6და ესხას თუ ვინმე კაცსა რქაჲ და არღა ეხაროს მისგანი, წარვიდეს და მიიქცეს სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა, და სხუაჲ კაცი მოვიდეს და იხარებდეს მას. 7და ეთხოვოს თუ ვისმე კაცსა ცოლი და არღა შეერთოს, წარვედინ და მიიქეცინ სახიდვე თვისა. ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას და სხუამან კაცმან შეირთოს ცოლი იგი მისი. 8მერმე შესძინოს მწიგნობართა მათ ერისა მის მიმართ და თქუან, იყოს თუ ვინმე კაცი გულმედგარ და შეშინებულ იყოს გული მისი, წარვედინ და მიიქეცინ სახიდ თვისა, რათა არა მედგროს გული ძმისაჲ მის, ვითარცა-იგი მისი იყოს შეშინებულ. 9და იყოს, რაჟამს დადუმნენ მწიგნობარნი იგი სიტყვისა მისგან, რომელსა-იგი ეტყოდიან ერსა მას, დაადგინედ მთავარნი და ერისთავნი და წინამძღუარნი ერსა მას ზედა. 10მი-თუ-უჴდეთ ქალაქსა რომელსამე ბრძოლად, პირველად მშვიდობითღა ეტყოდეთ. 11და თუ მშვიდობისა სიტყუაჲ მოგიგონ თქუენ, და სიმდაბლით დაგემორჩილნენ თქუენ და იყავნ ყოველი იგი ერი დამორჩილებულ მოხარკე თქუენდა. 12და უკეთუ არა გერჩდენ თქუენ და ბრძოლად გამოგეწყვნენ თქუენ, გარემოადგე და მოიცვა იგი. 13და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრა ყოველი მამაკაცი და წული ყრმაჲ მათი. 14ხოლო დედები მათი, ფასი და მონაგები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი, რაჲცა იპოოს ქალაქსა მას, საცხორებელი მათი წარმოიღო ტყუედ. და შჭამდე შენ ნატყუენავსა მას მტერთა შენთასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ. 15ესრე უყო ყოველთა მათ ქალაქთა, რომელნი-იგი განშორებულად იყვნენ შენსა, რომელ-იგი არა ნათესავისა მისგანისა წარმართთაჲსა იყვნენ. 16ხოლო ქალაქთა მათთჳს წარმართთაჲსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ დამკვიდრებად, მოსრვით მოსრნე იგინი და არა დაუტეო მას შინა ცოცხალი ერთიცა მშუმინვიერი, რომლისა თანა იყოს სამშვინველი ცხოველი. 17არამედ წყევით დასწყევნე იგინი, ქეტელი იგი და ამორეველი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, და ეველი იგი, და გერგესეველი იგი და იაბოსელი იგი, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, 18რათა არა გასწაონ შენ ყოველი იგი საქმე ბილწებისაჲ, რომელსა-იგი იქმოდეს კერპთა მიმართ მათთა და გაცთუნონ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. 19უკეთუ მიხვიდე და გარემოადგე რომელსამე ქალაქსა, და მოიცვა იგი და ჰბრძოდი მას ბრძოლითა მრავალ დღე, ნუ დაჰკაფ შენ ნერგსა მათსა მახჳლითა შენითა, არამედ ჭამით შჭამდე შენ მათ, ნუ მოჰკვეთ შენ ხესა ხილისა გამომღებელსა პატნეზად, შესაცველად გამოსაპყრობელად მისა. 20არამედ იგი ძელი მოჰკაფო, რომელი უწყოდი, ვითარმედ არა ხილისა გამომღებელი იყოს, და დამოაქმნა მას გარემო საბრძოლად ქალაქსა მას, ვიდრემდის უფალმან ღმერთმან მოგცეს ქალაქი იგი ჴელთა შენთა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |