მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 21

1იპოოს თუ ვინმე წყლული ქუეყანასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და არა ვინ უწყოდის, რომელმან წყლა იგი.

2გამოვიდეს ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისაჲ მის მსაჯულითურთ და მოზომონ ქალაქი იგი, რომელ-იგი იყოს გარემოჲს წყლულსა მას და რომელი ქალაქი ეხოს მას, გამოიბან ქალაქისა მისგან

3მოხუცებულთა მათ დიაკეული ერთი ზროხათაგან, რომელი არა შეხებულ იყოს უღელსა და არცა საქმე რაჲ ექმნას,

4და შთაიბან იგი ჴევსა ერთსა ძნელსა, რომელი არა დაჴნულ იყოს მოხუცებულთა მათ მის ქალაქისათა და კართნი დაჰკუეთნენ დიაკეულსა მას ჴევსა მას შიდა.

5და წარდგენ ლევიტელენი იგი მღდელნი, რამეთუ იგინი გამოირჩინა უფალმან ღმერთმან წარდგომად წინაშე მისა და კურთხევად სახელისა მის მისისა პირითა მათითა ყოვლისათჳს იჭვისა და ყოვლისათჳს ჴდომისა.

6და ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისა მის, რომელი-იგი მახლობელ იყოს წყლულისა მის, დაიბანნენ ჴელნი მათნი თავსა ზედა მის დიაკეულისასა [ ] დაკუეთილისა ჴევსა მას შინა.

7და თქუან, ჴელთა ჩუენთა არა დასთხიეს სისხლი ესე და არცა თუალთა ჩუენთა იხილეს.

8ლხინებაჲ იყავნ ერისა ამის შენისა ისრაჱლისა, რომელ-ესე იჴსენ ქუეყანისა მისგან ეგვიპტელთაჲსა და ნუ ეკითხვინ სისხლი ესე უბრალოჲ ერსა შენსა ისრაჱლსა. და განწმიდნენ იგინი სისხლისა მისგან ეგვიპტელთაჲსა.

9და ნუ ეკითხვის სისხლი ესე უბრალოჲ ერსა შენსა ისრაჱლსა. და განწმიდნენ იგინი სისხლისა მისგან და თქუენ განიწმიდენით თავნი სისხლისა მისგან უბიწოჲსა, რათა კეთილი გეყოს თქუენ, რაჟამს ჰყოთ კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.

10უკეთუ განხვიდე ბრძოლად მტერთა შენთა და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და წარმოსტყუენო ნატყუენავი იგი მათი.

11და იხილო შენ ნატყუენავსა შორის დედაკაცი ქმნულკეთილი და შეგიყუარდეს შენ, და გინდეს ცოლის-ყოფაჲ მისი.

12და შეიყვანო იგი სახიდ შენდა და დაჰყჳნო თავი მისი,

13და მოუყუნე ფრჩხილნი მისნი, და განსძარცო ყოველი იგი სამოსელი ტყუეობისა მისისაჲ. და ჯდეს სახლსა შენსა, სტიროდის მამა-დედასა თჳსსა თთუე ერთ, მაშინღა შეხჳდე და შეირთო იგი და იყოს მიერითგან იგი შენდა ცოლად.

14უკეთუ იყოს და არა რაჲმე სათნო გეყოს შენ, გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული და სყიდით არა განჰყიდო იგი ვეცხლად და არცა შეურაცხ-ჰყო იგი, რამეთუ აგინე.

15ესხნენ თუ ვისმე კაცსა ორ ცოლ, და ერთი მათგანი საყუარელ იყოს და ერთი საძულელ, და უსხნენ მათ ორთავე ნაშობ, საძულელმანცა და საყუარელმანცა. და პირმშო უხუცეს იყოს საძულელისაჲ მის დღესა მას განყოფისასა და წილის-გდებისასა.

16რაჟამს განჰყოფდეს ნაყოფსა მისსა შვილთა მისთა სამკვიდრებელად, ნუ ახუცებნ შვილსა მას საყუარელისასა უხუცესსა მას შვილსა საძულელისასა, ნუცა შეურაცხ-ჰყოფნ პირმშოებასა მისსა,

17არამედ უხუცესი იგი ნაწილი მის საძულელისასა მიეცენ შენდობით, მრჩობლი ყოვლისავე მისგან ფასისა მისისა, რაჲცა იყოს ჴელსა შინა მისსა. რამეთუ იგი არს დასაბამი შვილებისა მისისაჲ და მისდა წეს არს პირმშოებაჲ იგი.

18იყოს თუ ვისიმე შვილი ურჩ და ხისტ და არა ერჩდეს სწავლასა მამა-დედათა მისთასა,

19შეიპყრან იგი მამა-დედათა მისთა და მოიყვანონ იგი წინაშე კრებულსა მას მოხუცებულთა ერისა ქალაქისათა და კარსა მას, სადა სასხდომელი იყოს კაცთაჲ მათ მის ქალაქისათაჲ.

20და თქუან შვილი ესე ჩუენი ურჩ არს და ხისტ და უზავ და არა მერჩის ჩუენ, და არცა ისმინის ჴმაჲ სწავლისა ჩუენისაჲ, და ჭამს, და სუამს და განსცხრების მომთრვალეთა თანა.

21მოიყვანონ იგი კაცთა მათ ქალაქისათა და ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუდეს, რათა მოისპოს უკეთური იგი თქუენ შორის. და ყოველსა ისრაჱლსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს.

22იყოს თუ ვის ზედამე სიკუდილისა თანამდებისა და მოკლან იგი და ჯუარს-აცვან,

23არა დაუტეოთ გუამი იგი მისი ჯუარსა ზედა, არამედ გარდამოიღო იგი და დაჰფლა მასვე დღესა, დაწყეულ არს უფლისა მიერ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა და ნუ შეაბილწებთ ადგილსა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.


წინა თავი შემდეგი თავი