მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 22

1ნუ უგულებელს-ჰყოფ ზროხასა, გინა თუ ცხოვარსა შეცთომილსა ძმისა შენისასა, ნუ უდებ-ჰყოფ მას, არამედ მოქცევით მოაქციო იგი და მისცე ძმასავე მას შენსა.

2უკეთუ შორს იყოს უფალი იგი მისი ადგილობანს, ნუ დაუტევებნ მას, არამედ მოსერო იგი და შეასხა სახიდ შენდა, და რაჟამს ეძიებდეს ძმა იგი შენი, მისცე მას.

3ეგრეცა კარაული მისი ჰყო, ეგრეცა ფიჩჳ მისი ჰყო, ეგრეცა სამოსელი მისი ჰყო, ეგრეცა ყოველი ჰყო, რაჲცა წამებულ იყოს ძმისა მის შენისა, რაჟამს ჰპოო იგი, არა უგულებელს-ჰყო იგი, არამეღ აღიღო იგი და მისცე მას.

4ნუ უგულებელს-ჰყოფ კარაულსა ძმისა შენისა, ანუ თუ ვირსა, ანუ თუ ჴარსა, რომელი დაცემულ იყოს გზასა ზედა, არამედ შეეწიო მას და აღადგინო იგი.

5ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.

6უკეთუ ჰპოვნე სადამე შენ მართუენი მფრინველისანი ბუდეთა ზედა, ანუ თუ ხეთა ზედა, ანუ თუ ქუეყანასა, ანუ თუ მართუენი, ანუ კუერცხნი, და დედაჲ იგი ზედა ჯდეს, ანუ აცხობდეს, ანუ თუ ზრდიდეს, ნუ წარმოჰკრებ მართუეთა მათ დედითურთ.

7არამედ დედაჲ იგი განტევებით განუტეო, ხოლო მართუენი იგი წარმოჰკრიბნე, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო.

8იშენებდე თუ სახლსა ახალსა ბედედად, არდაბაგი გარემოჲს მოაქმნე კედელთა მისთა, რათა არა გარდავარდეს, რომელი-იგი გარდავრდომად იყოს და შეიქმნეს კაცის-კლვაჲ სახლსა შენსა.

9ვენაჴსა შინა შენსა ყანასა ნუ დასთესავ და ნუცა ორს ლარკს ჰყოფ მას, რამეთუ არა განწმიდნეს ნაყოფი იგი თესულისა მის შენისაჲ ნაყოფისა მის ვენაჴისა თანა.

10ნუ ჰჴნავ ჴარითა და ვირითა ერთად, ნუ შეიმოს სამოსელსა, რომლისაჲ მატყლი და სელი შერთულად მოქსოვილ იყოს.

11სადგმელთა იქცევისთა ნუ დაადგამ ოთხთავე კიდეთა სამოსლისა შენისათა, რომელ შეიმოსო შენ.

12უკეთუ ისუას ვისმე ცოლი

13და მოიძულოს იგი,

14და მიზეზით სიტყუასა დასდებდეს მას და სახელსა ბოროტსა განუჴდიდეს მას და თქუას: არა ქალწული დავიპყარ დედაკაცი ესე,

15მოიყვანონ დედამან და მამამან მის ქალისამან წინაშე კრებულსა მას მოხუცებულთა მის ქალაქისათა მსგავსად ქალწულებისა მისისა.

16და ბჭეთა ზედა თქუან მამა-დედათა მის ქალისათა მოხუცებულთა მათ წინაშე: ესე ასული ჩუენი მივეცით კაცსა ამას ცოლად.

17და ესე სიძულილით მიზეზსა უკრებს და დასდებს სიტყუასა, ვითარმედ: ასული ესე შენი არა ქალწული დავიპყარო, განსძარცონ სამოსელი მისი და განიხილონ იგი მსგავსად ქალწულებისა წინაშე ერისა მის და თუ ქალწული იყოს,

18მოიყვანონ კაცი იგი მოხუცებულთა მის ქალაქისათა და გუემონ იგი,

19და აზღვიონ მას ათასი სასწორი ვეცხლი და მისცენ მამასა მის ქალისასა, რამეთუ სახელი ბოროტი განუჴდა ქალწულსა მას ისრაჱლისასა. და ქალი იგი მისცენ მასვე ცოლად და იყოს მის თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

20უკუეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი და არა იპოოს ქალწულებაჲ ქალისა მის თანა,

21გამოიყვანონ ქალი იგი და მოიყვანონ კართა მამისა თჳსისათა და ქვაჲ დაჰკრიბონ მას კაცთა მის ქალაქისათა და მოკუდეს, რამეთუ უგუნურებაჲ ყო მან შორის ისრაჱლსა და შეაგინა სახლი იგი მამისა თჳსისა და მოისპოს ბოროტი იგი შენ შორის.

22და თუ ვინმე შეიპყრას მამაკაცი ქმრისცოლისა თანა სიძვასა, მოსწყვიდნეთ ორნივე იგი ერთად მამაკაციცა და დედაკაციცა და მოსპო ბოროტი იგი შორის ისრაჱლსა,

23იყოს თუ ვინმე ქალი ქალწული და განთხოვილ იყოს და შეიპყრას სხუამან კაცმან ქალაქსა შინა და შეაგინოს იგი,

24გამოიყვანეთ იგი გარეშე ქალაქსა მათსა და ქვაჲ დაჰკრიბონ მათ და მოწყდენ ქალსა მას მით, რამეთუ არა ჴმა-ყო მამაკაცსა ამით, რამეთუ აგინა ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ და მოისპენ ბოროტი იგი თქუენ შორის.

25და-თუ ვინმე-აპყრას კაცმან ველსა გარე ქალი განთხოვილი და მჰძლავროს და დაიწანოს იგი, მოკუედინ მამაკაცი იგი, რომელმან დაიწანა.

26ხოლო ისრაჱლსა მას ნურა ევნებინ, რამეთუ არა თანა-აც მას ბრალი სიკუდილისაჲ, რამეთუ ვითარცა კაცმან, რომელმან დააპყრის კაცი ველსა ზედა და მოკლის, იგი საქმე წარჴდა ქალსა ამას.

27რამეთუ ველსა დაეპყრა, ღაღადებდა და არა ვინ შეეწია მას.

28შე-თუ ვინმე-იპყრას ქალი ქალწული განთხოვილი, ველსა ჰმძლავროს და დაიწანოს იგი და გამოჩნდეს,

29მიეცინ კაცმან მან მამასა მის ქალისასა ერგასი სატირი ვეცხლი და ქალი იგი იყავნ მისავე ცოლად, რამეთუ აგინა იგი, და ნუ უფლიედ განტევებაჲ მისი ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

30ცოლსა მამისა შენისასა ნუ ცოლს-იყოფ, რათა არა განცხადო სარცხვენელი მამისა შენისაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი