მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 23

1კუდური და დუმაკ კუეთილი ნუ შეიწირვინ ტაძრად უფლისა.

2ძაღლისა სასყიდელი და სიძვისა სასყიდელი ნუ შეიწირვიედ ტაძრად უფლისა.

3ამანიტელი და მოაბელი ნუ შევლენედ სახიდ უფლისა ვიდრე ათამდე ნათესავად, ნუცა უკუნისამდე ჟამთა.

4რამეთუ არა მოგეგებვოდეს თქუენ პურითა და წყლითა, რაჟამს გამოხუედით თქუენ ქუეყანით ეგვიპტით, არამედ სასყიდლით მოიყვანეს ბალამი, ძე ბეორისი, შორის მდინარეთა მათ წყევად თქუენდა.

5და არა უნდა უფალსა ღმერთსა სმენად ბალამისი, არამედ გარდააქცია წყევაჲ იგი კურთხევად თქუენდა, რამეთუ შეგიყუარნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან რაჲთურთით.

6კითხვაჲ არა მისცე მას, არცაღა მშჳდობასა იტყოდი მათა მიმართ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა.

7ნუ გძაგნ შენ იდუმელი იგი, რამეთუ ძმაჲ შენი არს, ნუ გძაგნ შენ მეგვიპტელი იგი, რამეთუ მწირ იყავ შენ ქუეყანასა მათსა.

8და-თუ-ემკჳდროს შენ შორის და ესხნენ მას შვილ, მესამე იგი ნათესავი მისი შევიდეს სახლსა უფლისასა.

9გინათუ ხვიდოდი წყობად მტერთა შენთა, დაიცევ თავი შენი ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა.

10იყოს თუ ვინმე შენ შორის ხაშმ და უწრდოდის საფსმელი მისი ღამე, განვედინ გარეშე ბანაკსა მას და ნუ შემოვალნ ბანაკად.

11და მერმე მიმწუხრი დაიბანენ გუამი მისი წყლითა და მზისა დასლვასა შემოვედინ ბანაკსავე მას.

12და ადგილი ერთი განჩინებულ იყავნ შენდა გარეშე ბანაკსა მას, რომელსა განხვიდოდი შენ.

13და მანაჲ ერთი იყავნ გამობმულ სარტყელსა შენსა და სადა-იგი დასდგე, აღმოსთხარო და დაჰფარო საძაგელებაჲ იგი სარცხჳნელისა მის შენისაჲ.

14რამეთუ უფალი ღმერთი შენი გარდამოსრულ არს და იქცევის ბანაკსა შენსა განრინებად შენდა და მოცემად მტერთა შენთა წინაშე პირსა შენსა, რათა იყოს ბანაკი იგი შენი წმიდა და არა გამოჩნდეს შენ შორის საქმე საძაგელებისაჲ. და გარე მიიქციოს უფალმან პირი შენგან.

15მონაჲ რომელ შემოვედრებულ იყოს შენდა, ნუ მისცემ ჴელთა უფლისა თჳსისათა,

16რომელი შეყოფილ იყოს შენდა და ჯდეს შორის ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა სთნდეს მას, ნურას აჭირებნ მას.

17ასულთაგანი ისრაჱლისთაჲ, ნუ იქმნებინ როსპიკ და ნუცა იპოებინ მამაკაცი მეძავ ძეთაგანი ისრაჱლისთაჲ,

18ნუ შესწირავ შენ სასყიდელსა სიძვისასა, ნუცა ნაცვალსა ძაღლისასა სახიდ უფლისა ღმრთისა შენისა, ნუ შესწირავ ყოველსავე შინა აღნათქუემსა, რომელ აღგითქუას შენ, რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ორივე ეგე.

19ნუ მოჰჴდი ძმასა შენსა აღნადგინებსა ვეცხლისასა, ნუცა აღნადგინებსა საჭმლისასა,

20ნუცა ყოველსა აღნადგინებსა სესხისა მის შენისასა, რომელ ავასხე ძმასა მას შენსა, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ ზედა საქმეთა შენთა ქუეყანასა მას, რომელსა შეხჳდე დამკჳდრებად მუნ.

21აღ-თუ-უთქუა აღნათქუემი უფალსა ღმერთსა შენსა, არა დააყენო აღსრულებაჲ მისი, რამეთუ მიჴდით მიუჴადოს იგი უფალმან ღმერთმან შენგან და იყოს შენდა ცოდვაჲ.

22უკეთუ არა აღუთქუა შენ, არარაჲ ცოდვაჲ არს შენდა,

23გარნა რომელ აღმოჴდეს ბაგეთა შენთა, დაიმარხე და ყავ, ვითარცა აღუთქუ უფალსა ღმერთსა შენსა მისაცემელი, რომელსა იტყოდა პირი შენი.

24შთა-თუ-ჰჴდე ყანასა მოყუსისა შენისასა თავის-კრებად, მანგლითა, ნუ მოჰმკი ყანასა მას მოყუასისა შენისასა,

25შთა-თუ-ჰჴდე ვენაჴსა მოყუსისა შენისასა ჭამად ყურძნისა, ჭამე, რავდენცა უნდეს სულსა შენსა, წიაღთა ნუ ჩაიდებ, ნუცა სხუასა რას ჭურჭელსა.


წინა თავი შემდეგი თავი