მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 24

1მო-თუ ვინმე-იყვანოს ცოლი და შეირთოს იგი და არა სათნო ეყოს, ანუ თუ და-რაჲმე-აპყრას მის თანა საქმე ჯერკუალი, დაუწერენ მას წიგნი განსატევებელი და მიეცინ ჴელთა მისთა და გამოავლინენ იგი სახლით მისით.

2მი-თუ უკუე-ვიდეს დედაკაცი იგი

3და ცოლ-ეყოს სხუასა ქმარსა და მოიძულოს იგი უკანაჲსკნელმანცა ქმარმან, დაუწერენ მანცა წიგნი განსატევებელი და მიეცინ იგი ჴელთა მისთა და განავლინენ იგი სახლით თჳსით, უკეთუ მოკუდეს უკანაჲსკნელ იგი ქმარი, რომელმან შეირთო დედაკაცი იგი,

4ვერ ჴელ-იწიფოს პირველმან მან ქმარმან, რომელმან განუტევა იგი მიქცევად და მიყვანებად მისა ცოლად შემდგომად შეგინებისა მისისა, რამეთუ ბილწ არს წინაშე, უფლისა ღმრთისა თქუენისა და ნუ შეაგინებთ ადგილსა მას, რომელ მოგცეს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.

5შე-თუ ვინნე-ირთოს ცოლი ახლად, ღუაწიდ ნუ განვალნ იგი, და ნუცა შეერევინ იგი რომელსავე საქმესა ჯერკუალსა, არამედ წმიდად ეგენ იგი სახლსა თჳსსა წელიწად ერთ და ახარენ ცოლსა მას თჳსსა, რომელცა-იგი შეერთოს.

6ნუ სადა იჴუთავ შენ ფქჳლსა ზედა კერძოსა, ნუცა ქვეკერძოსა, რამეთუ სულთა მიჴუთვასა მსგავს არს იგი.

7უკეთუ ჴელთ-სადმე-იდვას კაცი მპარავმან ნათესავთაგანი თჳსთა ძეთა მათ ისრაჱლისათა, და ჰმძლავროს და განყიდოს იგი, მოკუედინ კაცი იგი და მოისპენ ბოროტი იგი შორის თქუენსა.

8ეკრძალე თავსა შენსა, იგულე, ერიდებოდე კეთროვნებისაგან, დაიმარხო და ჰყო, რაჲ-იგი გასწაონ შენ მღდელთა მათ ლევიტელთა, რაჲცა-იგი გამცნო თქუენ დამარხვად და ყოფად.

9მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან მარიამსა, რაჟამს გამოხვიდოდეთ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.

10თანა-თუ რაჲმე-ედვას თანანადები მოყუასსა მას შენსა რაჲვე თანანადები, ნუ შეხუალ შენ ჴუთვად სახლსა მისსა.

11არამედ გარეშე დასდგე და მოსთხოვო ნაჴუთევი იგი თანამდებსა მას შენსა და გარე გამოართვან მან ნაჴუთევი იგი.

12უკუეთუ უპოვარ იყოს კაცი იგი, ნუ დაადგრებინ ნაჴუთევი იგი მას დღესა შენ თანა,

13არამედ მიცემით მისცე მას სამოსელი იგი მისი მიმწუხრი, დასლვასა მზისასა და შეიმოსოს იგი მან და გაკურთხევდეს შენ და რათა შეგრაცხოს შენ იგი ქველისსაქმედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

14ნუ მოხუეჭ სასყიდელსა მორეწესა უპოვარსა მას და ნაკლულევანსა, რომელი იყო ნათესავისა შენისაგან, ნუცაღა მწირსა მას და მსხემსა, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყოს ქუეყანასა შენსა ქალაქთა შინა შენთა.

15არამედ მასვე დღესა მისცე მას სასყიდელი იგი მისი, ნუ დააღამებ მას მას ზედა, რამეთუ უპოვარ არს იგი და იგი არს სასო მისა, ნუუკუე ღაღადბდეს შენთჳს უფლისა მიმართ და შეგერაცხოს იგი ცოდვად.

16ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.

17ნუ განსდრეკ სარჩელსა მწირისასა, ნუცა ობლისასა, ნუ მოჰჴუთავ ფიჩუსა ქურივსა.

18მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ეგჳპტეს და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ამისთჳს გამცნებს შენ ყოფად სიტყუათა ამათ.

19ჰმკიდე თუ სამკალსა შენსა და დაგიშთეს შენ, მუნ მჭელეული, ნუ უკუნიქცევი აკრებად დაშთომილსა მას თავისა შენისასა, არამედ გლახაკისა მის იყავნ იგი, და მწირისა მის, ობლისა და ქურივისა მის, რათა კეთილი გეყოს შენ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა დღეთა მათ შინა საქმეთა ჴელთა შენთასა.

20მო-თუ-ისთულებდე შენ ზეთისხილსა შენსა და დაგიშთეს, ნუ უკუნიქცევი მოკუფხულად დაშთომილისა მის, არამედ ნაკლულევანმან მან მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკუფხლონ იგი.

21მო-თუ-ისთულებდე შენ საყურძნესა შენსა და დაგიშთეს მისგანი, ნუუკუე იქცევი მოკუფხულად, არამედ მწირმან, ობოლმან და ქურივმან მოიკრიბონ იგი.

22მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქვეყანასა მას ეგჳპტისასა. ამისთჳს გამცნებ ყოფად ყოველსა ამა სიტყუასა.


წინა თავი შემდეგი თავი