მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 25 |
1იყოს თუ ვისიმე სიტყუაჲ ჴმობისაჲ ორთა კაცთა შორის ერსა მაგას და წარდგეს იგი საშჯელად, განსაჯენით იგინი მართლიად და განამართლეთ და განაცრუეთ ცრუჲ იგი. 2და იყოს ღირს გუემისა ცრუჲ იგი, დასუა იგი წინაშე მსაჯულთა მათ და ჰგუემო იგი მათ წინაშე შემსგავსებულად უსჯულოებისა მისისა 3რიცხჳთ ორმეოც, ნუ შეუმატებ მას უფროჲს, უკეთუ შემატო გუემასა მას, იკდიმოს ძმაჲ იგი წინაშე შენსა. 4ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ. 5და-თუ-მკჳდრებულ იყვნენ შენ შორის ორნი ძმანი ერთად და მოკუდეს ერთი იგი მათგანი და ცოლი იგი მისი უშვილო დაშთეს, ნუ განვალნ იგი ქმრისა უცხოსა, არამედ ძმამან მისმან მიიყვანოს იგი და შეირთოს ცოლად. 6და თუ ესუას მისგანი შვილი, დაადგინოს იგი სახელად ძმისა მის თჳსისა მომკუდრისა. მიუგოს და ჰრქუას: ესე ეყავნ კაცსა, რომელმან არა ინებოს აღშენებად სახლი ძმისა მის მისისაჲ და ერქუას მას სახელი შორის ისრაჱლსა სახლი ჴამლთწარჴდილისაჲ, იბრძოდიან თუ ორნი კაცნი ურთიერთას მოყუასნი და მივიდეს ცოლი ერთისა მის მათგანისაჲ განრინებად ქმრისა მისსა მგუემელისა მისგან, და მიყოს ჴელი მისი და შებმა-უყოს მჩობლთა მისთა, წარვჰკუეთო ჴელი მისი და არა შეიწყალოს იგი თუალმან შენმან. 14ნუ იპოების ჭურჭელსა შენსა შორის სასწორი ერთი დიდი და ერთი კნინი. 15არამედ საწყაული სარწმუნოებისაჲ და სამართალი იყავნ შენ შორის, რათა დღეგრძელ იყო და კეთილი გეყოს ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკჳდრებელად, 16რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმს მაგას ყოველსა. 17მოიჴსენე შენ, რავდენი-რაჲ გიყოს შენ ამალეკ, რავდენი გიყო შენ მგზავრ. 18რაჟამს გამოხვიდოდე შენ ქუეყანით ეგჳპტით, ვითარ-იგი წინა აღგიდგენ შენ და მიგკუეთა ბოლოჲ იგი შენი მაშურალი და მ~დგინარი შემდგომად შენსა, ხოლო შენ გშიოდა და მაშურალ იყავ და მას არა შეეშინა უფლისა ღმრთისა შენისა. 19და იყოს, რაჟამს განგისუენოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან მტერთა შენთა, რომელნი იყვნენ გარემოჲს შენსა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს ნაწილად მკჳდრობისა შენისა, აღჴოცოს სახელი ამალეკისი პირისაგან ქუეყანისასა და არა დაივიწყოს იგი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |