მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 26

1და იყოს, რაჟამს შეხჳდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად დამკჳდრებად და შენებად მას ზედა.

2მოიღო შენ პირველი იგი ნაწილი ნაყოფთა მათ მის ქუეყანისთაჲ, რაჲცა იყოს და შთაასხ იგი კოლოფსა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა.

3და მიხვიდე შენ მღდლისა მის, რომელი-იგი იყოს მათ ჟამთა და ჰრქუა მას: ვჰმადლობ მე დღესდღე უფალსა ღმერთსა ჩემსა, რამეთუ შევედ მე ქვეყანასა მას, რომელ-იგი ეფუცა უფალი ღმერთი მამათა მათ ჩუენთა მოცემად ჩუენდა.

4და მოიღოს მღდელმან კოლოფი იგი ჴელთაგან შენთა და დადგას წინაშე საკურთხეველსა მის უფლისა ღმრთისა შენისა.

5სიტყუად იწყო შენ წინაშე უფლისა შენისა და ჰრქუა: ასურეთი დაუტევა მამამან ჩუენმან და შთავიდა ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ მცირედ ჟამ და შეიქმნა იგი ნათესავად დიდად და მრავლად ფრიად.

6და გუაჭირებდეს ჩუენ დიდად ფრიად და დაგვიდგეს ჩუენ საქმე ფიცხელი და ბოროტი.

7და ვღაღადებდით ჩუენ უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა ჩუენთაჲსა და შეესმა უფალსა ჴმისა ჩუენისაჲ და მოგუხედნა დამდაბლებასა ჩუენსა და ურვასა და ჭირსა ჩვენსა.

8და გამომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით ძალითა მრავლითა, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, სასწაულებითა და ნიშებითა მრავლითა.

9და შემომიყვანნა ჩუენ ადგილსა ამას და მომცა ჩუენ ქუეყანაჲ ესე, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.

10აწ ესერა, მე მოვედ და მოვიღე პირველი ნაყოფი ქუეყანისაჲ ამის, რომელი მომცა მე უფალმან ქუეყანაჲ, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი და თაყუანი-სცე შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

11და იხარებდე შენ ყოვლითა მით კეთილითა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, შენ და სახლი შენი და ლევიტელი იგი და მწირი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო შენ თანა.

12უკეთუ გამოასრულო გამოცემად ყოველი იგი ათეული ნაყოფისა მის ქუეყანისა შენისაჲ წელსა მას მესამესა, მეორე ნაწილი ათეულისაჲ მის მისცე ლევიტელსა მას და მწირსა მას, და ობოლსა მას და ქურივსა მას, ჭამენ ქალაქსა მას შინა შენსა და განძღებოდიან.

13და სთქუა შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა: განვწმიდე მე სახლისა ჩემისაგან ყოველნი იგი მსხუერპლნი და მივეც იგინი ლევიტელსა მას და მწირსა მას და მსხემსა მას ობოლსა მას და ქურივსა და ყოველნი იგი მცნებანი შენნი, რომელ მამცნენ მე, დავიმარხენ და არა დავივიწყენ იგი მცნებანი შენნი.

14და არა ვჭამე მისგანი ნაკლულევანებითა ამით ჩემითა და არცა განვაბნიე მისგანი ბილწებითა, და არცა წარ-რაჲ-ვაგე მისგანი მკუდართა მიმართ, არამედ ვისმინე ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ და ვყვენ ყოველნი იგი მცნებანი მისნი.

15აწ გარდამოიხილე შენ ზეცით სამკჳდრებლით შენით და აკურთხე ერი ესე შენი ისრაჱლი და ქუეყანაჲ ესე, რომელი მოეც ამათ, ვითარ-იგი ეფუცა მამათა მათ ჩვენთა მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ იგი, რომელი გამოადინებს სძესა და თაფლსა.

16ამას დღესა შინა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სამართალთა და მშჯავრთა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.

17გამოირჩიე შენ უფალი ღმერთი შენი ყოფად შენდა ღმრთად და ვიდოდე ყოველთა გზათა მისთა და დაიმარხენ ყოველნი სიმართლენი და მშჯავრი მისნი.

18მორჩილ იყავ და ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ გამოგირჩია შენ დღეს უფალმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ და იმარხვიდე შენ ყოველთა მცნებათა მისთა.

19და იყო შენ ზეშთა ყოველთავე ნათესავთა, ვითარცა გყო შენ სახელოვან და დიდებულ, რათა იყო შენ ერად წმიდად უფლისა ღრთისა შენისა ვითარცა გეტყოდა შენ.


წინა თავი შემდეგი თავი