მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 27 |
1და უბრძანა მოსე და ყოველმან მან კრებულმან მოხუცებულთა ერსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუეს: დაიმარხენით ყოველნი ესე მცნებანი, რომელსა-ესე მე გამცნებ დღესდღე. 2და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი. 3და დასწერნე მას ზედა ყოველნი ესე სიტყუანი შჯულისანი, რაჟამს წიაღჰხდე შენ იორდანესა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი ღმერთი მამათა მათ თქუენთა მოცემად თქუენდა. 4და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა, აღჰმართნე შენ ქვანი იგი, რომლისა-იგი მე გამცნებ თქუენ დღეს მთასა მას ზედა გებალსა და აღჰმოკოდნე იგინი. 5და უშენო მუნ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა, საკურთხეველი გამოუკუერველთაგან ქვათა, რომელსა არა შეხებულ იყოს რკინაჲ. 6მრგუალთაგან ქვათა უშენო შენ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა. 7და შესწირო შენ მას ზედა მსხუერპლი შესაწირავი მაცხოარებისაჲ უფალსა ღმერთსა შენსა და დაუკლნე მუნ საკლველნი ლხინებისანი, შჭამდე და განსძღე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. 8და დასწერო ლოდთა მათ ზედა ყოველი ესე შჯული ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად. 9სიტყუად იწყო მოსე და მღდელთა მათ ლევიტელთა ყოვლსა მის ერისა და ჰრქუეს: დუმენ და ისმინე, ისრაჱლ, რამეთუ დღესდღე შეიქმენ შენ ერად უფლისა ღმრთისა. 10ისმინო თუ ჴმაჲ უფლისაჲ ღმრთისა შენისაჲ და ჰყვნე ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელ-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. 11და ამცნო მოსე ყოველსა მას ერსა და ჰრქუა: 12ესენი დადგეს მაკურთხევლად ყოვლისა მაგის ერისა მთასა მას ზედა გარიზინსა, რაჟამს წიაღჰჴდე თქუენ იორდანესა მდინარესა: სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, იოსებ და ბენიამენ. 13და ესენი დადგენ წყევად მათსა მას ზედა გებალსა: რუბენ, გად, ასერ, ზაბულონ, დან და ლეფთალიმ. 14და ეტყოდიან ლევიტელნი იგი ყოველსა მას ერსა ისრაჱლისასა ჴმითა დიდითა და ჰრქუან: 15წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თჳსისა კერპნი გამოქანდაკებულნი და გამოჭედილნი ქმნილნი ჴელთა ჴელოვნისათა და დადგნეს იგინი დაფარულად, რამეთუ ბილწ არს უფლისა ღმრთისა. და ჰრქუან ყოველმან ერმან: იყავნ! 16წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამა თჳსი, გინა თუ დედაჲ. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 17წყეულ იყავნ, რომელმან დრიკოს სასჯელი მწირისაჲ, ობლისა და ქურივისა, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 18წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღვარნი მოყუსისა თჳსისანი. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 19წყეულ იყავნ რომელმან აცთუნოს ბრმაჲ გზასა. და ჰრქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 20წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თანა, რამეთუ განაცხადა საიდუმლოჲ იგი მამისა თჳსისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 21წყეულ იყავნ, რომელი შეიბილწოს ყოვლისა საცხოვრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყაჱნ! 22წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს დისა თანა მამითისა, გინა თუ დედითისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 23წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს სიდედრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამისა დისა თანა, გინა თუ დედის დისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 24წყეულ იყავნ, რომელმან გუემოს მოყუასი თჳსი ზაკვით. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 25წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! 26წყეულ იყავნ ყოველი კაცი რომელი არა დაადგრეს ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყოფად მისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
წინა თავი | შემდეგი თავი |