მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 28

1და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა შესლვად ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ, და იყოს, სმენით თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი დამარხვად და ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. და გყოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ზეშთა ყოველთა მათ ნათესავთა ქუეყანისათა.

2და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ესე კურთხევანი და გპოონ შენ, ისმინო თუ შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა,

3კურთხეულ იყო შენ ქალაქსა შინა შენსა და ველთა შენთა.

4კურთხეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.

5კურთხეულ იყვნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.

6კურთხეულ იყო შესლვასა შენსა და კურთხეულ იყო გამოსლვასა შენსა.

7მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი მტერნი შენნი ჴელთა შენთა და ყოველნი მჴდომნი შენნი შეიმუსრნენ წინაშე პირსა შენსა. ერთსა გზასა ზედა მოგიჴდეს შენ და შვიდით გზით ივლტოდიან პირისაგან შენისა.

8და მოავლინოს უფალმან კურთხევაჲ შენ ზედა და საუნჯეთა შენთა და ყოველსა მას, რომელსაცა იქმოდის ჴელი შენი ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

9აღგადგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ერად წმიდად, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა, სმენით თუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ხვიდოდი გზათა მისთა.

10და გიხილონ შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ სახელი უფლისა ღმრთისაჲ წოდებულ არს შენ ზედა და ეშინოდის შენდა.

11და განგამრავლოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან კეთილისა მიმართ. განმრავლნის ნაშობნი მცლისა შენისანი და ნაშობნი საცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.

12და აღგიხუნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან საფასენი იგი კეთილნი ცათანი და მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა შინა, მსთუაჲ და მცხუედი, და აკურთხნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი და ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე.

13და მსთავრობდე შენ ნათესავთა ზედა მრავალთა, ხოლო შენ ზედა არა ვინ მთავრობდეს და დაგამტკიცოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მთავრად და არა ბოლოდ. და იყო შენ ზეშთა ყოველთა და არა ქუემო, ისმინნე თუ შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე დამარხვად და ყოფად მათა.

14და არა გარდააქციო ყოველთა ამათ მცნებათაგან, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე მარჯულ, არცაღა მარცხლ, ვითარმცა შეუდეგ შენ კერპთა უცხოთა მსახურებად მათა. და იყოს,

15უკეთუ არა ისმინოთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა დამარხვად და ყოფად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გპოონ შენ დაწყეულ.

16და იყო შენ ქალაქთა შენთა, დაწყეულ იყო შენ ველსა გარე.

17დაწყევნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.

18წყეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.

19წყეულ იყო შენ შესლვასა შენსა და გამოსლვასა შენსა.

20და მოავლინოს შენ ზედა უპოვარებაჲ და ნაკლულვანებაჲ და უნაყოფოებაჲ ყოველსა, რომელსა მიჰყო ჴელი შენი, ვიდრემდის მოგსპოს შენ და წარგწყმიდო შენ მსთუად ბოროტთა მათ საქმეთა შენთათჳს, რამეთუ დაუტევე შენ უფალი ღმერთი შენი.

21და მოავლინოს უფალმან შენ ზედა სიკუდილი და მოსრვაჲ, ვიდრემდის მოგასრულოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-ეგე შეხუალ დამკჳდრებად მუნ.

22და გგუემოს შენ ჰოროლებითა და სენითა სიცხისაჲთა, და ცხროჲთა დაწერტითა უსაზომოჲთა და კაცისკლვითა და გუემითა ხორშაკისაჲთა, გუნითა და დანდალუკითა. ესე ყოველი მოიწიოს შენ ზედა და მოგსპოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-იგი შეხუალ დამკჳდრებად მუნ.

23და გექმნეს შენ ცაჲ ზესკნელ თავსა შენსა ვითარცა რვალი. და ქუეყანაჲ ქუეშე შენსა, ვითარცა რკინაჲ.

24და გარდაიქციის უფალმან ღმერთმან შენმან წვიმაჲ იგი ქუეყანისა მის შენსაჲ მტუერად და ვითარცა მიწაჲ ცით გარდამო დამოცჳოდის, ვიდრემდის შეგმუსრო შენ და წარგწყმიდოს ქუეყანისა მისგან, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად.

25და მიგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძლევასა წინაშე მტერთა შენთა, ერთით გზით მიუდგე შენ მათ და შვიდით გზით მეოტად წარქცეული ივლტოდი მათგან და განგაბნიოს შენ უფალმან ყოველთა შორის შარავანდედებათა და ნათესავთა ქუეყანისათა.

26და იყოს მძორები თქუენი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა და არავინ იყოს განმარინებელ თქუენდა.

27და გგუემოს შენ უფალმან სალმობითა ეგჳპტელთაჲთა სენითა მით საგურკველისაჲთა და სიმღიერითა უცხოჲთა, და ფხანითა და სალმობითა, რომელსა ვერ განერე.

28და გგუემოს შენ უფალმან წყლულებითა განუკურნებელითა.

29და დაბრმობითა გონებისათა იყო შენ, ვითარცა ბრმაჲ შუასამხრის და ეფეშვებოდი, ვითარცა ეფეშვებინ ბრმაჲ ბნელსა შინა და არა წარგემართნენ გზანი შენნი. და იყო შენ ვნებულ და მიმოტაცებულ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა და არავინ იყოს შენდა შემწე.

30ცოლი მოიყვანო შენ და სხუამან მამაკაცმან შეირთოს იგი ცოლად, სახლსა იშენებდე და სხუათა დაიმკჳდრონ იგი, რქასა დაასხმიდე და სხუათა მოსთლონ იგი,

31უსხი შენი დაკლულ იყოს შენ წინაშე, ხოლო შენ არა შჭამო მისი, არამედ სხუათა შეჭამონ იგი, კარაული შენი მიგტაცონ შენგან. და კუალად არავინ გაგოს შენ, საცხოვარი შენი მიცემულ იყოს ჴელთა მტერთა შენთასა.

32ძენი შენნი და ასულნი შენნი მოცემულ იყვნენ ნათესავთა სხუათა და თუალნი შენნი ხედვიდენ წარმტყუენველთა შენგან და არა ჴელ-გეწიფოს, ნაყოფსა ქუეყანისა შენისასა.

33და ნაშრომსა ჴელთა შენთასა შეშჭამდეს ნათესავი უცხოჲ, რომელი არა იცოდი. და იყო შენ მიხუეჭილ და ვნებულ ყოველთა დღეთა შენთა.

34და იყო შენ გულპებულ და შეურვებულ ხილვითა მით თუალთა შენთაჲთა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.

35და გცეს შენ უფალმან სალმობითა ბოროტითა და მუჴლთა და წელთა შენთა მსივანებითა, რომლითა ვერ განიკურნო და იგუემო შენ ტერფით შენითგან ვიდრე თხემად შენდამდე.

36და მიგცნეს უფალმან შენ და მთავრობანი იგი შენნი, რომელ დაედგინნენ შენ ზედა ნათესავსა უცხოსა, რომელ არა იცოდი შენ და არცაღა მამათა შენთა და მსახურებდე შენ მუნ კერპთა უცხოთა ძელისა და ქვისათა.

37და იყო შენ მუნ საბასრობელად და იგავად საკიცხელებისა ყოველთა შორის ნათესავთა, ვიდრეცა მიგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მუნ.

38თესლი დიდად განსთესო ყანობირსა შენსა და მცირედ შეიკრიბო იგი, რამეთუ შეჭამოს იგი მკალმან.

39ვენაჴსა ასხმიდე და იქმოდი, და ღჳნოჲ არა სუა და არცაღა იხარებდი მისგან, რამეთუ შეჭამოს იგი მგრაგნელმან.

40ზეთისხილი იყოს ყოველთა საზღვართა შენთა და ზეთი არა ჰპოო ცხებად, რამეთუ უჟამოდ დასცჳვეს ზეთისხილი იგი.

41ძეებ და ასულებ ისხნე და არა სარგებელ გეყვნენ შენ, არამედ წარიყვანნენ იგინი წყუედ.

42ყოველი ნერგი ხისა შენისაჲ და მცენარე ქუეყანისა შენისაჲ მოჰჴოცოს მგრაგნელმან.

43მწირი იგი და მსხემი, რომელი იყოს შენ შორის, აღმაღლდეს უზეშთაეს შენსა, ხოლო შენ დაჰჴდე დამართ, იყო შენ ნაკლულევან.

44

45იგი გავასხებდეს შენ და შენ არაჲ ჰპოო, რაჲმცა სესხად უკუეც, იგი იყოს თავ შენდა, ხოლო შენ იყო მისა ბოლო.

46და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გეწინენ შენ, ვიდრემდე მოგასრულონ და წარგწყმიდონ შენ, რამეთუ არა ისმინე შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ დამარხვად მცნებათა მისთა, რომელ-იგი გამცნო შენ.

47და იყოს შენ შორის სასწაულები და ნიშები შენ შორის და ნათესავსა შენსა შორის უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ არა ჰმსახურებდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა სიხარულით და გულწრფელებით.

48ჰმსახურებდე შენ მტერთა შენთა შიმშილითა და წყურილითა. და შიშულოებითა და ნაკლულევანებითა ყოვლისაგან და დაგდვას შენ ჯაჭჳ რკინისაჲ ქედსა შენსა, ვიდრემდე მოგსპოს შენ.

49და მოავლინოს შენ ზედა უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი იგი შორიელი კიდითგან ქუეყანისაჲთ, რომელნი იღუმერდენ, ვითარცა ლომნი, და ეტევებოდიან, ვითარცა ორბნი.

50ნათესავი, რომლისაჲ არა გესმოდის ჴმაჲ მისი, ნათესავი ურიდი და თუალუხუავი, რომელმან არა თუალ-ახუნის მოხუცებულსა სიბერისა.

51და არცაღა შეიწყალის ყრმაჲ ჩჩჳლი. და შეჭამნეს მან ნაშობნი საცხოვართა შენთანი და ნაყოფი ქვეყანისა შენისაჲ. და არა დაგიშთეს შენ იფქლი და ღჳნოჲ, და ზეთი და არცა დაგიშთვენ ზროხანი მროწეულთა შენთანი და არცა სამწყსონი ცხოვართა შენთანი, ვიდრემდის მოგასრულოს შენ.

52აღგფხურას შენ ქალაქთა შენთა, რომელთა დამკჳდრებულ იყო და დაამჴუნეს ზღუდენი იგი მაღალნი და შენნი და ძნელნი, რომელსა-იგი შენ ესვიდე ყოველსა მას ქუეყანასა შენსა და შეგიცვან შენ და შეგაურაონ ყოველთა მათ შინა ქალაქთა შენთა, რომელნი მოგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

53და შეშჭამდე შენ ნაშობთა მუცლისა შენისათა ორთა ძეთა და ასულთა შენთასა, რომელნი-იგი მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენ იწროებითა მით ჭირისა შენისაჲთა, რომელსა გაჭირებდენ შენ მტერნი იგი შენნი ყოველთავე მათ ქალაქთა შინა შენთა,

54რომელი-იგი ნუკეული და ფრიად ფუფუნეულ იყოს შენ შორის, თუალძჳრ იქნეს იგი ძმისა თჳსისათჳს და ცოლისა თჳსისა, რომელ-იგი იყოს უბეთა მისთა და ნეშტთა მათ შვილთა მისთა და-თუ რაჲმე-უშთეს.

55

56და რომელ-იგი ფუფუნეულ იყოს და ნუკეულ შენ შორის, რომელმან რაჲთურთით არა იცოდის გამოცდილებაჲ სიფიცხლისაჲ და არცა დაედგას ფერჴი ქუეყანასა ზედა სიჩჩოით ფუფუნეულებისა მისისაჲთ, თუალძჳრ იქნეს ქმრისათჳს მკერდისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს და ასულთა თჳსთათჳს,

57რომელი-იგი გამოსრულ იყოს წყვილთა მისთა და შეშჭამდეს ნაშობთა მუცლისა თჳსისათა იდუმალ უპოვარებითა მით და იწროებითა ჭირისა მისისაჲთა, რომელსა-იგი გაჭირებდეს შენ მტერნი იგი შენნი ყოველთა შინა ქალაქთა შენთა.

58არა თუ ისმინო შენ ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა სჯულისათა, რომელ-ესე დაწერილ არიან წიგნთა ამათ და გეშინოდის შენ სახელისა მის პატიოსნისა და დიდებულისა უფლისა ღმრთისა შენისაჲსა.

59და განაძლიერნეს უფალმან გუემანი იგი შენნი და გუემანი იგი ნათესავისა შენისანი, გუემანი იგი დიდ-დიდნი და საკჳრველნი სენითა მით პირად-პირადითა და ბოროტითა,

60და მოაქცინეს შენ ზედა სალმობანი იგი მეგჳპტელთანი ძჳრად-ძჳრადნი, რომელთაგან-იგი შეძრწუნებულა მათგან.

61და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი იგი გუემანი, რომელ-იგი წერილ არს და რომელ-იგი არა წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა, მოავლინოს იგი უფალმან შენ ზედა, ვიდრემდის მოგსპოს შენ.

62და დაშთეთ თქუენ რიცხჳთ მცირედ, რამეთუ იყვნეთ თქუენ სიმრავლით, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი ამისთჳს, რამეთუ არა ისმინეთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.

63და იყოს, ვითარცა მხიარულ იყო უფალი კეთილის ყოოფასა მას თქუენსა და განმრავლებასა თქუენსა, ეგრე მხიარულ იყოს უფალი ღმერთი თქუენი მოსრვასა მას თქუენსა და აღჴოცასა მას თქუენსა ქუეყანისა მისგან, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.

64და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მიმართ წარმართთა და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა მათ ქვისათა და ძელისათა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა შენთა.

65არამედ წარმართთა მათ შორის არავე განისუენო შენ და არცაღა იყოს განსუენებაჲ ფერჴთა შენთა. და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან გული ჭუვნიერი და თუალნი ნაკლულევანნი და სული განკაფული.

66და იყოს ცხორებაჲ შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა შეშინებულ იყო შენ დღე და ღამე და არა გრწმენეს შენ ცხოვრებაჲ თავი შენისაჲ.

67განთიად სთქუათ: ოდესმე დაღამდეს და მწუხრი სთქუა: ოდესმე განთენდეს, შეძრწუნებითა მით გულისა შენისაჲთა და შეშინებითა მით ხილვისა მის თუალთა შენთაჲსა, რომელსა-იგი ხედვიდე შენ.

68და მიგაქციოს შენ უფალმან მუნ ვიდრე ეგჳპტედ ნავებითა და გზასა მას, რომელსა-იგი გარქუ თქუენ, ვითარმედ არღარა შესძინოთ თქუენ მოქცევად აქავე, მიგყიდოს თქუენ ჴელთა მტერთა თქუენთასა მონად და მჴევლად და არავინ იყოს, რომელმანცა მიგიყიდნა თქუენ.


წინა თავი შემდეგი თავი