მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 30

1და იყოს, რაჟამს მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე სიტყუანი კურთხევისა და წყევისანი, რომელ-ესე მიგცე შენ წინაშე თქუენსა. შეიწყნარნე ეგენი გულსა შენსა ყოველთა შორის წარმართთა და მოიქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა.

2და ისმინო ჴმისა ამისაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და ჰყო იგი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

3გილხინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ცოდვათა შენთა და შეგიწყალოს შენ და შეგკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან ნათესავთა, რომელსაცა-იგი განბნეულ იყო შენ მუნ.

4და გან-ღა-თუ-ბნეულ იყო შენ კიდითგან ქვეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე მისა, მიერცა შემო-ვე-გკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან და მოგიყვანოს.

5და შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი დამკჳდრებულ იყვნეს მამანი იგი შენნი და გაკურთხოს შენ და კეთილი გეყოს შენ და განგამრავლოს შენ უფროჲს მამათა მათ შენთა.

6და განწმიდოს უფალმან გული შენი და გული ნათესავისა მის შენისა შეყუარებად უფლისა ღმრთისა შენისა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.

7და მიავლინოს უფალმან ღმერთმან შენმან წყევაჲ ესე მტერთა მათ შენთა და მოძულეთა შენთა, რომელნი-იგი გდევნიდეს შენ.

8მო-თუ-იქცე და ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი მისნი, რომელსა-სეე მე გამცნებ შენ დღესდღე.

9და დღეგრძელ-გყოს შენ უფალმან ღმრთმან შენმან და განგიმრავლნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი, და ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ და ნაშობნი საცხოვართა შენთანი. და მოიქცეს უფალი ღმერთი და იხარებდეს შენდა მიმართ კეთილის-ყოფითა, ვითარცა-იგი იხარებდა მამათა შენთა ზედა.

10უკეთუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და ჰყვნე ყოველნი სამართალნი მისნი და მშჯავრნი მისნი, რომელ-ესე წერილ არიან წიგნსა მას შჯულისასა, მო-თუ-იქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,

11რამეთუ მცნებაჲ ესე, რომელსა, ესერა, გამცნებ შენ დღეს, რამეთუ არა სიმძიმე რაჲ არს შენდა, არცა განშორებულ არს შენგან, არცა ზეცას არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ აღვიდეს ზეცად,

12და არცა ქუეყანასა, სთქვათ: ვინ წარვიდეს და მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ და ვყოთ იგი,

13არცაღა ზღუასა წიაღ არს, სთქუა თუ ვითარმედ: ვინ წიაღჰჴდეს და წიაღ მოგუართვას ჩუენ? რათა ვისმინოთ ჩუენ და ვყოთ იგი.

14მახლობელ არს შენდა სიტყუაჲ იგი ფრიად, პირსა შენსა შინა არს და გულსა შენსა და ჴელთა შენთა შინა არს ყოფაჲ მისი.

15აჰა, ესერა, მიმიცემიეს თქუენ წინაშე დღესდღე ცხორებაჲ და სიკუდილი.

16ისმინე თუ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს და შეიყუარო შენ უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი ყოველთა გზათა მისთა. და დაიმარხნე ყოველნი მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი, სცხონდეთ და განმრავლდეთ და შეხჳდეთ დამკჳდრებად მუნ.

17უკეთუ გარდა-რაჲმე-იცვალოს გული შენი და არა ისმინო შენ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შესცთე და თაყუანის-სცემდე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე შენ მათ.

18გაუწყებ შენ დღესდღე, რამეთუ წარწყმედით წარსწყმდეთ თქუენ და არა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, რომლისათჳს წიაღხუალ შენ იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად მუნ.

19მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.

20შეიყუარე შენ უფალი ღმერთი შენი და ისმინე ჴმისა მისისა და შეიკრძალე იგი მტკიცე... დამკჳდრებად შენდა ქუეყანასა მათსა, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად მათა.


წინა თავი შემდეგი თავი