მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 33 |
1და ესე კურთხევაჲ არს, რომლითა აკრთხნა მოსე კაცმან მან ღმრთისამან ძენი იგი ისრაილისანი ვიდრე სიკუდილადმდე მისა. 2და თქუა: უფალი სინად მოვიდა და გამოგვიჩნდა ჩუენ სეირს. ისწრაფა ფარან მთით ბევრებითა კადეს, მარჯუენით მისა ანგელოზნი მისნი მას თანა 3და წყალობა-ყო ერსა თჳსსა ზედა და ყოველნი შეწირულნი ჴელთა შინა შენთა. 4და ესენიცა შენ ქუეშე არიან და შეიწყნარნა სიტყუანი მისნი შჯული, რომელ მოგუცა ჩუენ მოსე სამკჳდრებელად შესაკრებელსა მას იაკობისასა. 5და იყოს საყუარელისა მისგან მთავარი შეკრება მას მთავართა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა. 6ცხონდენ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ იგი რიცხჳთ მრავალ. 7და ესე იუდა. ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდასი და შესაკრებელთა მისთა შეკრბენ, ჴელნი მისნი გამოირჩინედ მას შემწედ მისა მტერთაგან მათთა. 8და ლევის ჰრქუა: მიეცით ლევის მხილებაჲ და ჭეშარიტებაჲ მისი კაცსა მას უბიწოსა, რამეთუ განცადეს იგი განცდით და განაბოროტეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა. 9რამეთუ ჰრქუა მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა: არა გიცი შენ, და ძმანი თვისნი არა იცნნა და შვილნი თჳსნი არა იცნნა. დაიმარხნა მან მცნებანი ესე შენნი და შჯულსა შენსა არა შესცთა. 10აუწყნე სიმართლენი შენნი იაკობსა და შჯული მისი ისრაჱლსა შეწირონ მათ მსხუერპლი და საკურთხეველი რისხვისათჳს შენისა მარადის საკურთხეველსა შენსა ზედა. 11აკურთხე, უფალო, ძალი იგი მისი და საქმენი ჴელთა მისთანი შეწირენ, შემუსრე ძალი იგი მტერთაჲ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს მის ზედა და მოძულენი მისნი ნუღარა აღემართნედ. 12და ბენიამენს ჰრქუა: შეყუარებული უფლისაჲ დაემკჳდროს სასოებით და ღმერთი თავადი მფარველ ეყოს მას ყოველთა დღეთა და ბეჭთა შორის მისთა განუსუენოს მას. 13და იოსებს ჰრქუა: კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ იგი მისი და საზღვართაგან ცისათა და ცუარითა და წყაროთაგან უფსკრულთაჲსა ქუესკნელ და აღმოცენებისა 14ჟამთა ნაყოფთა მათ მზისათა დამდაბლებასა, 15თავთა მთათა მათ საუკუნოჲსათა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოჲთა, 16ჟამსა მას სავსებისა ქუეყანისასა მსგავსად შეწყნარებისა მის, რომელ-იგი გამოჩნდა მაყვლოვანსა მას, მოვიდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა მისსა ზედა და იდიდენ იგინი შორის ძმათა თჳსთა პირმშოთა. 17იყავნ შუენიერებაჲ მისი, ვითარცა შუენიერებაჲ ზუარაკთაჲ, და ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ - რქანი მისნი. და მითა ურქენდეს წარმართთა ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა ბევრებითა ეფრემ და ათასებითა მანასე. 18და ზაბულონს ჰრქუა: იხარებდ, ზაბულონ, გამოსლვასა შენსა. და იზაქარს ჰრქუა: სამკჳდრებელსა მისსა ნათესავნი დაეცნენ. 19და ხადოდით თქუენ სახელსა მისსა და შესწიროთ მსხუერპლი სიმართლისა უფლისა მიმართ, სიმდიდრესა მას ზღჳსასა სწოვდე შენ ვაჭართა მათ დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა. 20და გადს ჰრქუა: კურთხეულ და განვრცობილ იყავ, გად, ვითარცა ლომი განსუენებულად დაემკჳდრე შენ, შემუსრნა მკლავნი მთავართანი. 21და იხილა დასაბამი მისი, რამეთუ მუნ განიყო ქუეყანაჲ იგი მთავართაჲ შეკრებასა მას ერთა მრავალთასა მთავრობითურთ მისით, სამართალი წინაშე უფლისა ყო და შჯული შორის ისრაჱლსა. 22და დანს ჰრქუა: დან, ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, გამოვიდეს ბანაკით. 23და ლეფთალიმს ჰრქუა: სავსებაჲ შეწირული და აღივსენ კურთხევითა უფლისა მიერ, ზღჳთ კერძო და სამხრით დაემკჳდროს იგი. 24და ასერს ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ ძმათა შორის თჳსთა, დააწოს ზეთსა ფერჴი მისი, 25ვითარცა რკინაჲ და სპილენძი, და იყოს ჴამლი იგი მისი და, ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი. 26არა არს ვითარცა ღმერთი საყუარელისა, რომელი აღჴდეს ცად შემწედ შენდა და დიდად შუენიერებითა სამყაროსა მისსა. 27და საფარველსა მას ღმრთისასა ჴელმწიფებითა ძლიერებითა მკლავისაჲთა სამარადისოთა მათ და განასხნეს მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და ჰრქუას: მივედ, წარწყმი. 28და დაემკჳდროს ისრაჱლი სასოებით მხოლოდ ქუეყანასა ზედა იფქლითა და ღჳნითა და ცუარითა ცისათა მარადის. 29ნეტარ ხარ შენ, ისრაჱლ, ვინმე გემსგავსოს შენ ერი ეგე გამოჴსნილი უფლისა მიერ? ზედა მდგომელ გეყოს შენ შემწე იგი შენი და მახჳლითა შენითა სიქადული შენი, გეცრუვნენ მტერნი იგი შენნი და ქედსა მათსა ზედა ფერჴი ეგე შენი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |