მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 5

1მოუწოდა მოსე ყოველსა მას ისრაჱლსა და ჰრქუა მათ: გესმოდენ ისრაჱლსა ყოველი ესე სამართალი და მშჯავრი, რომელთა-ესე გეტყჳ თქუენ ყურთა თქუენთა დღესდღე, დაისწავეთ დამარხვად და ყოფად მაგისა.

2უფალმან ღმერთმან თქუენმან დადვა თქუენ თანა მცნებაჲ აღთქუმისაჲ ქორებს.

3არა თუ მამათა თქუენთა თანა დადვა უფალმან აღთქუმაჲ ესე, არამედ თქუენ თანა, თქუენ, ეგერა, დღეს ყოველნი ცოცხალ ხართ.

4რამეთუ პირისპირ გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას შინა ცეცხლსა მას შორის.

5და მე ვდეგ შორის უფლისა და თქუენსაცა მას ჟამსა შინა თხრობად თქუენ სიტყუათა მათ უფლისათა, რამეთუ შეშინებულ იყვენით თქუენ წინაშე პირსა მის ცეცხლისასა და არა აღხუედით მთასა მას, რამეთუ გეტყოდა თქუენ უფალი და თქუა:

6მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა.

7ნუ იყოფინ შენდა სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე, არა იქმნე თავისა შენისა კერპნი გამოქანდაკებულნი,

8არცა მსგავსი ყოვლისავე, რომელ არს ცასა შენა ზესკნელ და არცაღა, რომელ არს ქუეყანასა ზედა ქუესკნელ და არცაღა, რომელ არს წიაღთა შინა ქუესკნელსა ქუეყანასა.

9არა თაყუანი-სცე მათ, არცა ჰმსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა სამად და ოთხადმდე ნათესავად მოძულეთა მათ ჩემთა.

10და ვყვი წყალობაჲ ათასამდე ნათესავად მოყუარეთათჳს სახელისა ჩემისათა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი ჩემნი.

11ნუ ჰფუცავ სახელსა უფლისა ღმრთისა შენისასა სიცრუვით, რამეთუ არა განწმიდოს უფალმან ღმერთმან ყოველივე, რომელი - ფუცვიდეს სახელსა მისსა სიცრუვით.

12დაიცევ შენ დღე იგი შაბათისაჲ, წმიდა და ფუფუნეულ-ჰყო იგი, ვითარცა გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

13ექუს დღე იქმოდი შენ ყოველსა მას საქმესა შენსა.

14რამეთუ დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა იქმოდე შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცაღა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონა შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცაღა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელი შეყოფილ იყოს, და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა.

15რამეთუ განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და საცხოვარმან შენმან და მწირმან შენმან, ვითარცა შენ. მოიჴსენე შენ, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და გამოგიყვანა შენ მიერ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად დღე იგი შაბათთაჲ.

16თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო შენ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

17ნუ კაც-ჰკლავ.

18ნუ იმრუშებ,

19ნუ იპარავ,

20ნუ სწამებ წამებასა ცილსა მოყუსისა შენისა მიმართ,

21ნუ გული-გითქუამნ ცოლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა გული-გითქუამნ სახლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა ქუეყანასა მისსა, ნუცა მონასა მისსა, ნუცა მჴევალსა მისსა, ნუცაღა ჴარსა მისსა, ნუცა კარაულსა მისსა, ნუცა საცხოვარსა მისსა, ნუცა ყოველივე, რაჲცა იყოს მოყუსისა შენისაჲ.

22ამათ სიტყუათა ეტყოდა უფალი ყოველსა მას შესაკრებელსა ისრაჱლისასა მთასა მას შინა, შორის ცეცხლსა მას, და შორის ბნელსა მას არმურისა მის ნისლისა წყუდიადისასა, ჴმითა მაღლითა, და მერმე არღარა შესძინა სიტყუად. და დაწერა ესე ორთა ფიცართა ქვისათა და მომცა მე.

23და იყო, რაჟამს ისმინეთ თქუენ ჴმაჲ იგი სიტყუათა მათ უფლისათაჲ შორის ცეცხლსა მას, რამეთუ მთაჲ იგი აღგზებული ცეცხლითა აღატყდებოდა, მოხუედით ჩემდა ყოველი ეგე მთავრები ნათესავთა მაგათ თქუენთაჲ და მოხუცებული ერისა თქუენისაჲ და მარქუთა მე.

24აჰა, ესერა, გჳჩუენა ჩუენ უფალმან ღმერთმან დიდებაჲ იგი მისი და ჴმაჲ იგი მისი გუესმა ცეცხლით გამო დღესდღე და ვიხილეთ, ვითარცა ეტყოდა ღმერთი კაცსა და ცხონდა.

25და აწ ნუუკუე მოვწყდეთ, ანუ გუეწიოს და მოგუსრნეს ჩუენ ცეცხლმან მან დიდმან, შე-ღათუ-ვსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა მერმე, და მოვწყდეთ.

26ვინ არს ჴორციელი, რომელსამცა ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ცხოველისაჲ, ვითარმცა ეტყოდა ცეცხლით გამო, ვითარ-ესე ჩუენ გეუტყოდა და ცხონდა.

27აწ მიეახლე შენ და ისმინე, რასა იტყოდის უფალი ღმერთი ჩუენი და შენ გუეტყოდე ჩუენ ყოველთა მათ მცნებათა, რომელთასა გეტყოდის შენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვისმინოთ შენი და ვყოთ.

28და შეესმა უფალსა ჴმაჲ იგი სიტყჳსა მის ქუეყანისაჲ, რომელსა მეტყოდეთ მე და მრქუა მე უფალმან: მესმა მე ჴმაჲ სიტყჳსა ერისაჲ მის, რომელსა-იგი გეტყოდის შენ მართლიად, მოგიგეს შენ ყოველივე, რომელსაცა-იგი გეტყოდეს შენ.

29ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთაჲ, რათამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე?

30აწ მივედ და ეტყოდე მათ და მიიქცენ იგინი სახედვე მათთა.

31ხოლო შენ დადეგ აქა ჩემ თანა და გეტყოდი შენ ყოველთა მათ მცნებათა და სამართალთა, რომელი ასწაო მათ და ჰყოფდენ მას ქუეყანასა მას ზედა, რომელი მე მივეც მათ ნაწილად მკჳდრობისა მათისა

32დამარხვად და ყოფად, ვითარ-იგი გამცენ შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არა მიაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

33ყოველთავე გზათა შენთა, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არამედ ხჳდოდი ყოველთა მცნებათა მისთა, რათა განგისუენოს შენ და კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას ზედა, რომელსა დაემკჳდრო შენ.


წინა თავი შემდეგი თავი