მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 6

1ესე მცნებანი არიან და სამართალნი და მშჯავრი, რომელ-იგი გამცნო თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან, რათა ისწაოთ და ჰყოთ ესე ქუეყანასა მას, რომელსა-ეგე თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.

2რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენოსა და დაიცვნე შენ მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე შენ და შვილთა შენთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რათა დღეგრძელ იყო შენ.

3ისმინე, ისრაჱლ, და ეკრძალე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა, რათა კეთილი გეყოს შენ და განმრავლდე ფრიად, ვითარცა ეტყოდა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა ქუეყანა იგი, რომელსა გამოდის სძე და თაფლი (ესე სამართალნი და მშჯავრნი არიან, რომელ-იგი ამცნო მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა შინა, რაჟამს გამოვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით).

4გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს.

5და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.

6და იყვნენ სიტყუანი ესე, რომელთა მე გამცნებ შენ დღესდღე გულსა შენსა და გონებასა შენსა.

7და ასწავლნე ეგენი შვილთა მათ შენთა და იტყოდი მაგათ ჯდომასა სახლსა შინა შენსა და სლვასა გზასა შენსა და სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა.

8შეიბნე ესე სასწაულად ჴელსა შენსა და იყვნედ ეგენი შეურყეველად წინაშე თუალთა შენთა.

9და დასწერნე იგინი ზღრუბლსა სახლისა შენისასა წყირთლთა ბჭეთა შენთასა.

10და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი ეფუცა მამათა მათ შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად შენდა ქალაქებისა მის დიდ-დიდებისა და შუენიერებისა, რომელ შენ არა აღაშენენ.

11და სახლებისა მის სავსისა ყოვლითა მით კეთილითა, რომელ შენ არა აღავსენ ჯურღმულებისა მის აღმოქმნულებისა, რომელ არა შენ აღმოჰქმნენ, ვენაჴებისა მის და ზეთისხილებისა, რომელ არა შენ დაჰნერგენ.

12შჭამდე რაჲ უკუე და განსძღე.

13ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა, უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე და მას მხოლოსა ესვიდე და სახელსა მისასა ჰფუცვიდე.

14არა შეუდგე შენ კუალსა ღმერთთა უცხოთა, კერპთა მათ წარმართთასა, რომელნი-იგი გარემო იყვნენ თქუენსა.

15რამეთუ ღმერთი მოშურნე არს და უფალმან ღმერთმან შური იძიოს შენგან, ნუუკუე განრისხნეს უფალი ღმერთი შენ ზედა და მოგსპოს შენ პირისაგან ქუეყანისაჲსა.

16არა განსცადო შენ უფალი ღმერთი შენი, ვითარცა-იგი განსცადეთ დღესა მას განცდისასა.

17დამარხვით დაიმარხნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი. წამებანი მისნი და სამართალნი მისნი, რომელ-იგი გამცნო შენ.

18ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა, რათა კეთილი გეყოს შენ და შეხვიდე და დაიმკჳდრო ქუეყანა იგი კეთილი, რომელთა-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა

19განდევნად მტერთა მათ შენთა პირისაგან შენისა, ვითარცა ეტყოდა უფალი.

20იყოს, რაჟამს გითხვიდენ შენ შვილნი შენნი ხვალე, ზეგე და გრქუან: რაჲ არიან წამებანი ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელ-ეგე გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან?

21მიუგო შენ შვილთა მათ შენთა და ჰრქუა: დაკირთებულ ვიყვენით ჩუენ ფარაოჲსა ეგჳპტეს და გამოგვიყვანნა ჩუენ უფალმან ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.

22და ყო უფალმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდები და ბოროტები ფარაოსა ზედა და ყოველსა სახლსა მისსა წინაშე თუალთა ჩუენთა.

23და ჩუენ გამოგვიყვანნა მიერ, რათა შემომიყვანნეს და მომცეს ჩუენ ქუეყანა ესე, რომელ აღუთქუა მიცემად მამათა ჩუენთა.

24და მამცნო ჩუენ უფალმან ყოფად ყოველთა მათ სამართალთა მისთა და რათა გუეშინოდის უფლისა ღმრთისა ჩუენისა და კეთილი გუეყოს ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვცხონდეთ, ვითარცა-ესე დღესდღე.

25და შეწყალებულ ვიყვნეთ, და-თუ-ვიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარ-იგი მამცნო ჩუენ.


წინა თავი შემდეგი თავი