მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 7

1რაჟამს უკუე შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ, დამკჳდრებად მუნ და შემუსრნეს ნათესავნი იგი დიდნი და მართალნი პირისაგან შენისა, ქეტელი იგი, გერგესეველი, ამორეველი იგი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, ეველი იგი და იობოსელი იგი, შვიდი იგი ნათესავი დიდ-დიდი და უძლიერესი თქუენსა.

2მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან ჴელთა შენთა, დასცნე შენ იგინი და მოსრვით მოსრნე, არა აღუთქუა აღთქუმაჲ შენი მათ თანა, არცა შევიწყალნე იგინი.

3არცა დაემზახო მათ, ასული შენი არა მისცე მათსა ძესა და ასული მისი არა მოჰგუარო ძესა შენსა.

4რამეთუ განდრიკოს ძე იგი შენი ჩემგან და ამსახუროს იგი ღმერთთა უცხოთა და განრისხნეს გულისწყრომითა უფალი შენ ზედა და აღგჴოცოს მსთუად.

5არამედ ესრეთ უყო მათ, ბაგინები მათი დაამჴუთ, ძეგლები დაჰმუსრეთ, კერპები მათი სერტყები დაჰკაფეთ, ძეგლები მათი დაწვით ცეცხლითა,

6რამეთუ ერი ეგე წმიდა ხართ უფლისა ღმრთისა შენისა. და შენ პირველად გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ ყოველთა უფროს ნათესავსა ნათესავთა, რომელნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა.

7და არათუ სიმართლისა თქუენისათჳს რაჲმე გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან, რამეთუ თქუენ უმცირეს ხართ ყოველთა ნათესავთა,

8არამედ, რამეთუ უყუარდით თქუენ უფალსა, დაამტკიცა ფიცი იგი, რომელ ეფუცა მამათა მათ თქუენთა და გამოგიყვანნა თქუენ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გიჴსნა შენ სახლისა მისგან კირთებისაჲსა ჴელთაგან ფარაო, მეფისათა ეგჳპტელთაჲსა,

9რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი, ღმერთი სარწმუნოჲ, რომელმან დაუმარხის აღთქუმაჲ მისი და წყალობაჲ მისი მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი მისნი ვიდრე ათასამდე ნათესავად.

10და მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვაჲ მოძულეთა მისთა, და არა აყოვნის, დაიცვენ შენ მცნებანი მისნი.

11და ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, ყოფად მისა.

12და იყოს, რაჟამს ისმინნეთ თქუენ ყოველნი ესე სამართალნი ჩემნი, დაიცვნეთ და მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან აღთქუმაჲ იგი და წყალთბაჲ, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ თქუენთა.

13და შეგიყვაროს შენ და გაკურთხოს შენ და განგამრავლოს შენ, აკურთხნეს ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, იფქლი იგი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი, ზროხანი სამროწლისა შენისანი და არვები ცხოვართა შენთა ქვეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.

14და კურთხეულ იყო შენ ყოველთა უფროჲს ნათესავთა, არა იპოოს ნათესავსა შენსა შორის უმკჳდროჲ, არცა უზუები საცხოვარსა შენსა შორის.

15და განგაშოროს უფალმან ღმერთმან შენგან ყოველი იგი სენი და სალმობაჲ ბოროტი მეგჳპტელთა, რომელ-იგი იხილე და უწყოდე, არა მოავლინოს იგი შენ ზედა, არამედ მიავლინოს იგი ჴელთა ზედა მტერთა შენთა.

16და შეჭამდე შენ ნატყუენავსა მას წარმართთასა რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, არა გეწყალოდიან შენ იგინი, არცაღა ჰმსახურო სამსახურებელთა მათთა, რათა არა საცთურ გეყოს შენ.

17უკეთუ სთქუა გონებასა შენსა: არამედ ნათესავი ესე უძლიერ არს შენსა, ვითარ შეუძლო მოსრვად მათა?

18არა გეშინოდის შენ მათგან, მოჴსენებით მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან შენ მიერ ფარაოს და ყოველთა მათ მეგჳპტელთა.

19განსაცდელნი დიდ-დიდნი, რომელ-იგი იხილეს თუალთა შენთა, სასწაულები და ნიშები დიდ-დიდები, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი, ვითარ-იგი გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა წარმართთა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა.

20და ბზიკები მოავლინოს უფალმან ღმერთმან მათა, ვიდრე მოესრულნენ ნეშტნი იგი და რომელნი დამალულ იყვნენ პირისაგან შენისა.

21ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანა არს, დიდი და ძლიერი.

22და მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი წარმართნი პირისაგან შენისა მცირედ, არა მოსრნეს იგინი ერთბამად, რათა არა დაშთეს ქუეყანაჲ იგი ოჴრად და განმრავლდენ შენ ზედა მჴეცნი.

23და მიგცნეს შენ იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრნეს იგინი მოსრვითა დიდითა, ვიდრემდე მოასრულნე იგინი.

24და მოგცნეს უფალმან შარავანდედნი მათნი ჴელთა თქუენთა და წარსყმიდოთ საჴსენებელი მათი ადგილით მათით, არა ვინ აღგიდგეს წინაშე შენსა პირსა, ვიდრე მოასრულნე იგინი.

25ხატები კერპებისა მათისაჲ დასწუა ვეცხლითა, ნუ გული-გითქუამნ ოქროსა და ვეცხლსა მათსა ნუ მოიღებ თავისა შენისა, რათა არა საცთური გეყოს შენ იგი, რამეთუ საძაგელ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

26არა შეიღო იგი სახლად შენდა, რამეთუ ბილწი არს, რათა არა მის თანა წყეულ იყოს, დამჴობით დაამჴუნე იგინი და განშორებით განიშორო იგი, რამეთუ წყეულ არს.


წინა თავი შემდეგი თავი