მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე რჯული |
თავი 9 |
1გესმოდენ ისრაჱლსა, რამეთუ წიაღხუალ შენ დღესდღე იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად ნათესავთა დიდთა და უძლიერესთა შენსა, ქალაქთა დიდთა და მოზღუდვილთა მაღლად, ვიდრე ცადმდე. 2ერსა დიდსა და ძლიერსა და კაცთა სრულთა ჰასაკითა, ძეთა მათ ენაკისთა, რომლისაჲ შენცა სადმე გესმინოს, ვითარმედ: ვინმცა წინა დაუდგა პირსა წინაშე ძეთა მათ აკიმისთა? 3არამედ უწყოდი შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინაგიძღვის შენ წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღჴოცნეს და წარწყმიდეს იგინი მსთუად, ვითარცა გეტყოდა თქვენ უფალი. 4ნუ იტყჳ გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი პირისაგან შენსა, ნუ იტყჳ, ვითარმედ: სიმართლისა ჩემისათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანისა ამის, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნა იგინი უფალმან პირისაგან შენისა 5და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, 6და რათა გულისხმა-ჰყო დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს მოგცემს შენ უფალი ღმერთი შენი დამკჳდრებად ქუეყანასა მაგას კეთილსა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელი ხარ. 7მოიჴსენე და ნუ დაივიწყებ, რავდენ ჟამ განარისხე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა მას, რომლით დღითგან გამოხუედ შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა მას, რამეთუ ურჩებით დაუმორჩილებელ ექმნენით უფალსა. 8და ქორებსა გან-ვე-არისხეთ უფალი. და განრისხნა გულისწყრომით უფალი თქუენ ზედა, 9რათამცა მოგსრნა თქუენ, რაჟამს აღვიდოდე მთასა მას მოღებად ფიცართა მათ ქვისათა, ფიცართა მათ შჯულისათა, რომელ-იგი მომცნა მე და ვიყავ მე მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არ ვჭამე და არცა წყალი ვსუ. 10და მომცნა მე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი ჴელითა ღმრთისათა, რამეთუ მას ზედა დაწერილ იყვნეს ყოველნი იგი მცნებანი, რომელთა გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა. 11და იყო ორმეცოსა მას დღესა და ორმეოცსა მას ღამესა, რაჟამს მომცნა მე უფალმან ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, რომელსა ზედა დაწერილ იყო შჯული იგი, 12სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღდეგ, გარდაგუალე ადრე ამიერ, რამეთუ უსჯულო იქმნა ერი იგი შენი, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით და გარდაჴდეს მცნებასა მას, რომელი-იგი ამცნო მათ და იქმნეს თავისა მათისა კერპი გამოქანდაკებული და თაყუანი-სცეს ხატსა. 13და მრქუა მე უფალმან: გეტყოდე შენ ერთგზის და ორგზის და გარქუ: ვიხილე ერი ესე, ვითარ გულფიცხელ და ქედფიცხელ არს, 14მომიშუ მე, რათა მოვსრნე იგინი და აღვჰჴოცო სახელი მათი ცასა ქუეშე და გყო შენ ნათესავად დიდად და ძლიერად უფროჲს მაგათსა. 15და მოვიქეც და გარდამოვედ მიერ მთით და მთაჲ იგი ცეცხლითა აღჭურვილი აღატყდებოდა და ორნივე ფიცარნი იგი მეპყრნეს ორთავე ჴელთა ჩემთა. 16და ვიხილე, რამეთუ შეცოდებულ იყვენით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენსა და გექმნა თქუენ კერპი გამოდუღებითი, და გარდასრულ იყვენით თქუენ გზისა მისგან, რომელ გამცნო თქუენ უფალმან. 17და მოვიხუენ ორნივე იგი ფიცარნი ორთავე ჴელთა ჩემთაგან და დავსთხიენ იგინი წინაშე თქუენსა და დავმუსრენ. 18და დავვარდი წინაშე უფლისა და ვილოცევდ, ვითარცა-იგი პირველ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე პური არა ვჭამე და არცა წყალი ვსუ ყოველთა მათ ცოდვათა თქუენთათჳს, რომელ-იგი სცოდეთ თქუენ და ბოროტი ჰქმენით წინაშე უფლისა, და განარისხეთ იგი. 19და შეშინებულ ვიყავ მე გულისწყრომისათჳს რისხვისასა, რამეთუ - განრისხნა უფალი თქუენ ზედა, რათამცა აღგჴოცნა თქუენ ქუეყანით და შეესმა ჩემი უფალსა მას ჟამსა შინა. 20და აჰრონის ზედაცა განრისხნა უფალი ფრიად, რათამცა მოსპო იგი და აჰრონისთჳსცა ვილოცე მას ჟამსა შინა. 21და ცოდვაჲ იგი თქუენი, რომელ ჰქმენით, ჴბოჲ იგი მოვიღე იგი და დავწვი ცეცხლითა, დავჭარ და დავმუსრე იგი წულილად და შევქმენ იგი, ვითარცა მტუერი და შთავაბნიე იგი ჴევსა მას, რომელ-იგი გარდამოვიდოდა მიერ მთით. 22შეწუვითა მით და განცდითა და სამარეთა მათ გულისთქუმისათა განარისხეთ უფალი ღმერთი თქუენი. 23და რაჟამს წარავლინნა უფალმან კადეს ბარნედ და გრქუა: აღვედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ ურჩ ექმნენით და არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, არცაღა გრწმენა მისი და არცა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ. 24არამედ ურჩებით ურჩ ექმნენით უფალსა მიერ დღითგანვე, ვინაჲთგანცა გამოგეცხადა თქუენ. 25მერმე ვილოცევდ მე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, რავდენცა-იგი ვილოცევდ, რამეთუ თქუა უფალმან მოსრვაჲ თქუენი. 26და ვილოცევდ უფლისა მიმართ და ვთქუ: უფალო, უფალო საუკუნეო! ნუ მოსრავ ერსა ამას შენსა და სამკჳდრებელსა შენსა, რომელ-ესე იჴსენ ძალითა მაგით შენითა დიდითა, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მაგით მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. 27მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მონანი შენნი და ნუ მიხედავ სიფიცხლესა ამის ერისასა და ნუცაღა უკეთურებასა მათსა. 28ნუსადა თქუან მკჳდრთა მათ მის ქუეყანისათა: ვინაჲ გამომიყანენ ჩუენ, ვითარმედ ვერვემე შეუძლო უფალმან შეყვანებად ქვეყანასა მას, რომელ აღუთქუა მათ? არამედ სიძულილით გამოიყვანნა იგინი და მოსრნა იგინი უდაბნოსა მას. 29არამედ ესე ერი შენი არს და სამკჳდრებელი შენი, რომელ გამოიყვანენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |