მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 1

1და დავით მეფე დაბერდა და მიიწია წესსა ჟამთა თჳსთასა და შემოსიან იგი სამოსლითა და ვერ განტფის.

2მაშინ ჰრქუეს მას მონათა მისთა: მოვგვაროთ უფალსა ჩუენსა ქალწული ერთი მცირე და დადგეს იგი წინაშე მეფისა, და იყოს იგი მისა მოღუაწედ, და განატფობდეს მეფესა მარადის.

3და მოიძიეს ქალი ერთი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა და პოვეს აბისაკ სომანიტელი ქმნულკეთილი ფრიად და მოიყვანეს მეფისა თანამწოლ და მსახურად.

4და იყო ქალი იგი შუენიერ ფრიად და ატფობდის მეფესა და მსახურებდა მას, და მეფემან არა რა იცოდა მის თანა.

5ადონია აგითასმან აღიღო თავი თჳსი მეფედ დავითის წილ და მოიგო ეტლები და მჴედრები და წინამცორვალები ერგასის ოდენ.

6და მამამან არასადა შერისხნა, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ, ანუ რად იქმ მაგასა? და იყო იგი ქმნულკეთილ პირითა, რამეთუ აბესალომის შემდგომად შობილ იყო.

7და ზრახვა მისი იყო იოაბის თანა ძისა შარუასსა, და აბიათარცა მღდელი შემწე იყო მისა.

8და სადუკ მღდელი და ბანეა, ძე იოადისი, და ნათან წინაწარმეტყუელი და სემეი და რეი და ძენი ძლიერებისა დავითისანი არა იყუნეს ადონიასა თანა.

9ხოლო იყუნეს ადონიასნი ცხოვარნი, ზროხანი და კრავნი ფრიად ლოდსა მას თანა სელათისასა, რომელი-იგი არს მახლობელად ჰრობელსა, და უწოდა ყოველთა ძმათა მისთა, ძეთა მეფისათა, ყთველსა კაცსა იუდასასა, მსახურთა მეფისათა.

10და ნათან წინაწარმეტყუელსა და ბანასე და ძლიერთა დავითისთა და სოლომონს, ძმასა თჳსსა, არა მიჰხადა.

11და მოვიდა ნათან ბერსაბესა, დედისა სოლომონისა, და ჰრქუა: არა გასმიესა ესე შენ, რამეთუ მეფედ დადგა ადონია, ძე აგითაისი, და უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, არა იცოდა.

12აწ ისმინე სიტყუაჲ ესე ჩემი, რომლითა სცხონდე შენ და ძე შენი სოლომონ.

13და შევედ შენ წინაშე მეფისა და არქუ მას, ვითარმედ: შენ, უფალი ჩემი მეფე, ეფუცე მჴევალსა შენსა ღმრთისა მიმართ და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდეს ჩემსა შემდგომად, და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთაო, და აწ, ესერა, მეფე არს ადონია.

14და ვიდრე შენ მაგასა იტყოდი ოდენ, მე შემოვიდე შენ თანა და დავამტკიცო სიტყუაჲ შენი.

15და შევიდა ბერსაბე წინაშე მეფისა. და მეფე მოხუცებულ იყო ფრიად და აბისაქ სომანიტელი დგა წინაშე მეფისა მსახურად.

16დავარდა ბერსაბე და დამხედ თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მეფემან: რა გიჴმს შენ?

17მიუგო ბერსაბე მეფესა და ჰრქუა: უფალო ჩემო მეფე, შენ ჰფუცე უფლისა მიმართ ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდესო შემდგომად ჩემსა, და იგი დაჯდესო საყდართა ჩემთა.

18და აწ, ეგერა, ადონია მეფედ დადგა და შენ, უფალმან ჩემმან, მეფემან, არა უწყი.

19და დაუკლავს მას ზროხა და ცხოვარი და ტარიგნი დიდძალი და მოუხადიან ყოველნი ძენი მეფისანი და აბიათარ მღდელი და იოაბ სპასპეტი, და სოლომონ, მონა შენი, არა მიხადეს.

20და შენ მიერ თუ არს სიტყუაჲ ესე, უფალო ჩემო, მეფე, განცხადებულ იყავნ, ვინ დაჯდეს საყდართა უფლისა ჩემისა მეფისათა შემდგომად მისა.

21და იყოს, რაჟამს შეისუენოს უფალმან ჩემმან, მეფემან, ვიპოვნეთ მე და სოლომონ შეცოდებულ.

22და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა ნათან წინაწარმეტყუელი კართა ზედა.

23და უთხრეს დავითს, ვითარმედ: ნათან წინაწარმეტყუელი კართა დგას. და ვითარცა შევიდა ნათან წინაშე დავითისა და დამხედ თაყვანი-სცა მეფესა.

24და ჰრქუა ნათან: უფალო ჩემო, მეფე, შენ ესრეთ ბრძანეა, ვითარმედ ჩემსა შემდგომად მეფობდეს ადონია და დაჯდეს საყდარსა ჩემსა?

25რამეთუ შთამოვიდა დღეს და დასწყჳდნა ზროხა და ცხოვარი და კრავები ფრიად, და უხდიან ყოველნი ძენი მეფისანი და იოაბ სპასპეტი შენი და აბიათარ მღდელთმოძღუარი და მთავარნი შენნი, იშუებენ და იხარებენ წინაშე მისა და იტყჳან, ვითარმედ: ცხოვნდინ მეფე ადონია.

26და მე, მონა შენი, და სადუკ მღდელთმოძღვარი და ბანეა, ძე იოადისი, და სოლომონ, ძე შენი, არა მიუყვანებიან.

27და შენ მიერ თუ იყო ესე, რასა არა მაუწყე ჩუენ, მონათა შენთა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩუენისათა შენსა შემდგომად?

28მიუგო დავით და ჰრქუა: შემოუწოდეთ ბერსაბეს! და შემოვიდა ბერსაბე წინაშე მეფისა.

29ფიცად იწყო მეფემან და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან მიჴსნა მე ყოველთაგან ჭირთა ჩემთა.

30რამეთუ, ვითარცა-იგი პირველად ვეფუცე უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, ვითარმედ სოლომონ, ძე ჩემი, მეფობდეს ჩემსა შედეგად და იგი დაჯდეს საყდართა ჩუენთა, ეგრეცა ვყო დღეს დღე.

31და ბერსაბე დამხედ თაყუანი-სცა მეფესა და თქუა: უკუნითი [უკუნისამდე] ცხონდი, მეფე დავით.

32და მოუწოდა მეფემან სადუკს მღდელსა და ნათანს წინაწარმეტყუელსა და ბანეას, ძესა იოადისასა, და შემოვიდეს იგინი წინაშე მეფისა.

33და ჰრქუა მათ: წარიყვანენით თქუენ თანა მონანი უფლისა თქუენისანი და აღსვით სოლომონ, ძე ჩემი, საყდარსა ჩემსა და შთავედით გეონად.

34და სცხედ მას მეფედ კურთხევად სადუკ მღდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან ყოველსა ზედა ისრაჱლსა, და ნესტუსა დაბერეთ და თქუთ: უკუნისამდე ცხოვნდინ მეფე სოლომონ!

35და აღმოვედინ აქავე და თქუენ მის თანა, და შემოვიდეს იგი და დაჯდეს იგი საყდართა ჩემთა. და იგი მეფობდეს ჩემ წილ და მას მივსცე ბრძანება, რათა მეფობდეს იგი ყოველსა ზედა იუდასა და ისრაჱლსა.

36სიტყუად იწყო ბანეა, ძემან იოადისამან, მეფისა და ჰრქუა: იყავნ ეგრე! და დაამტკიცა უფალმან ღმერთმან უფლისა ჩუენისა, მეფისა.

37და ვითარცა იყო უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა, მეფისა თანა, ეგრეცა სოლომონის თანა. და დაამტკიცენ საყდარი მისი, ვითარცა დაამტკიცა უფალმან საყდარი შენი უფლისა ჩემისა, მეფის დავითისი.

38და შთავიდა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ქერეთი და ოფელეთი. და აღსვეს სოლომონ ზედა საჴედარსა მეფისა დავითისასა და შთავიდეს გეონად.

39და მოიღო სადუკ ამპოლი ზეთისა კარვით და სცხო სოლომონს და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუა ყოველმან ერმან: უკუნისამდის ცხოვნდინ სოლომონ მეფე!

40და მსახურნი იგი მეფისანი სცემდეს ნესტუსა და როკვიდეს და ძნობდეს წინაშე მეფისა და იხარებდეს სიხარულითა დიდითა. და ოხრიდა ქუეყანა ჴმითა მით ღაღადებისათა.

41და ესმა ადონიას და ყოველსა ერსა, რომელ-იგი მის თანა იყო და დასცეს შვება იგი მათი და ესმა იოაბს და თქუა: რა არს ჴმაჲ ესე ოხრისა ქალაქსა ამას შინა?

42და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა იონათან, ძე აბათაქ მღდელთმოძღურისა, და ჰრქუა მას: ადონია, შემოვედ შინა, რამეთუ კაცი კეთილი ხარ და სიტყუაჲ კეთილი მოგაქუს.

43მიუგო იონათან და ჰრქუა ადონიას: უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, მეფედ დაადგინა სოლომონ.

44და მიავლინა მის თანა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ბანეა, ძე იოადისი, და ქერეთი და ოფელტი. და აღსვეს იგი საჴედარსა მეფისასა.

45და სცხეს მას მეფედ სადუკ მღრდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან გეონსა შინა, და აღმოვიდენ მუნით, სიხარულითა და ოხრიდა ქუეყანა განცხრომით. ესე იგი ჴმა არს, რომელი გესმოდა თქუენ.

46და დაჯდა სოლომონ საყდართა მათ მეფისათა.

47და შევიდა ერი იგი და აკურთხევდეს უფალსა ჩუენსა დავითს და ჰრქვეს მას: დიდებულ-ყავნ უფალმან სახელი ძისა შენისა სოლომონისი უფროს სახელისა შენისა და აღიმაღლენ საყდარი მისი უფროს საყდრისა მაგის შენისა. თაყუანი-სცა მეფემან ცხედართა თჳსთა ზედა.

48და ესე თქუა მეფემან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მომცა მე დღეს ნაშობისაგან მუცლისა ჩემისა დაჯდომად საყდართა ჩუენთა და მიჩუენა თუალთა ჩემთა მხილვარეთა.

49და ვითარცა ესმა ესე მათ ყოველთა, განკრთეს და აღდგეს ყოველნი, რომელნი პურად სხდეს ადონიასა თანა, და წარვიდეს თჳთოეულად გზასა თჳსსა.

50და ადონიას შეეშინა სოლომონ მეფისაგან, აღდგა და შევიდა კარავსა მას უფლისასა და მოეხვია საკურთხეველსა მას უფლისასა.

51და უთხრეს სოლომონს, ვითარმედ შეეშინდა ადონიას მეფისაგან სოლომონისა და მოხვეულ არს საკურთხეველსა უფლისასა და იტყჳს: მეფუცენ მე დღეს მეფე სოლომონ, რათა არა მომკლას მახჳლითა მონა ესე თჳსი.

52მიუგო სოლომონ და ჰრქუა: უკუეთუ ბრძენი იყოს იგი სიტყჳთა და მართალი დგეს ჩემ თანა, არა მოკუდეს იგი, უკუეთუ ბოროტი რამე ყოს ჩემ თანა, მოკუდეს.

53და მიავლინა მეფემან სოლომონ მოციქულნი და მოიყვანეს საკურთხეველისა მისგან და შევიდა ადონია წინაშე მეფისა და თაყუანი-სცა მას და ჰრქუა სოლომონ: გვალე, მივედ სახიდ შენდა!


შემდეგი თავი