მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 12

1და მივიდა მეფე რობუამ სიკიმად, რამეთუ სიკიმად მიკრბა ყოველი ისრაჱლი დადგინებად მისა მეფედ მათ ზედა.

2და იყო, ვითარცა ესმა იერობუამს, ძესა ნაბატისასა, ვიდრე იყო იგი ეგჳპტეს, ვინათგან იგი ლტოლვილ იყო პირისაგან სოლომონისა, და მოიქცა იერობუამ ეგჳპტით.

3და წარავლინეს და მოხადეს იერობუამს ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, სიტყუად იწყო ყოველმან ერმან ისრაჱლისამან და ჰრქუეს მეფესა რობუამს:

4მამამან შენმან დაამძიმა ჩუენ ზედა უღელი და შენ აღამცირე ფიცხელად იგი მონება მამისა შენისა და მძიმე იგი უღელი, რომელ იყო ჩუენ ზედა, და გმონო შენ.

5და ჰრქუა მათ მეფემან: წარვედით ჩემგან და მესამესა დღესა მოიქეცით ჩემდა! და წარვიდეს.

6და ზრახვა-ყო მეფემან რობუამ მოხუცებულთა მათ თანა, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ვიდრე ცოცხალღა იყო, და ჰრქუა: მაზრახეთ, რა სიტყუა-უგო ერსა მას?

7სიტყუად იწყეს მისა და ჰრქუეს: ამას დღესა თუ დაემორჩილო ერსა ამას და ეტყოდე მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ მონად შენდა ყოველთა დღეთა.

8და მიუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელ აზრახეს მას და აზრახა ყრმებსა ზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა.

9და ჰრქუა მათ: თქუენ რათა მაზრახით? და მიუგო ერსა მას, რომელსა მეტყოდეს მე და თქუეს, ვითარმედ: აღამცირე უღელი მძიმე, რომელი დადვა მამამან შენმან ჩუენ ზედა?

10და სიტყუად იწყეს ყრმებმან და თანაზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა, და ჰრქუეს: ესრე არქვა ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ, ვითარმედ: მამამან შენმან დაამძიმე უღელი ჩუენ ზედა და შენ აღამცირე ურჩთაგან. ესრე ჰრქუა მათ: ნეკი ჩემი უმახჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა.

11ხოლო მამამან ჩემმან დადვა თქუენ ზედა უღელი იგი მძიმე და მე დავსძინო მას ზედა, მამა ჩემი გასწავლიდა თქუენ კვერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.

12და მოვიდა ყოველი ისრაჱლი რობუამ მეფისა დღესა მას მესამესა, ვითარცა ჰრქვა მათ მეფემან, ვითარმედ: მოდით ჩემდა დღესა მესამესა.

13და მიუგო მეფემან ერსა მას ფიცხლად და დაუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელი აზრახეს მას.

14და ეტყოდა მათ მსგავსად ზრახვისა მის ყრმებისასა და ჰრქვა: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენ ზედა და მე დაურთო მას ზედა, მამამან ჩემმან გასწავლნა თქვენ კუერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.

15და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ უფლისა მიერ იყო განდრეკა იგი, რათა დაამტკიცოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა ეტყოდა ჴელითა აქია წინაწარმეტყუელისათა სილონიტელისათა იერობუამს, ძესა ნაბატისასა.

16ვითარცა იხილა ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან, მიუგეს ყოველმან ერმან და ჰრქვეს მეფესა: რა ნაწილი ძეს ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელ ძისა თანა იესესისა? ისწრაფე სამკჳდრებელად შენდა, ისრაჱლ! და აწ შენ მწყისიდი სახლსა დავითისასა! და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელად თჳსა.

17და ძეთა მათგანთა ისრაჱლისათა, რომელნი სხდეს ქალაქთა მათ იუდასთა, მეფობდა მათ ზედა რობუამ.

18და წარავლინა მეფემან რობუამ ადონირამ ხარკის-მოჴდად და დაქოლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და მოკლა. და მეფემან რობუამ ისწრაფა და აღჴდა ეტლთა და მიივლტოდა იერუსალჱმდ.

19და შეურაცხ-ყო ისრაჱლმან სახლი დავითისი მოდღენდელად დღემდე.

20და იყო, ვითარცა ესმა ყოველსა ისრაჱლსა, ვითარმედ მოიქცა იერობუამ, მიავლინეს და მოიყვანეს იგი ერმან და დაადგინეს იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა, და არა ვინ შეუდგა სახლსა მას დავითისსა, გარნა ნაწილი იგი ხოლო იუდასი და ბენიამენისი.

21და რობუამ მივიდა იერუსალიმდ. და შეიკრიბა ერი იგი იუდასი და ნაწილი იგი ბენიამენისი ას და ოთხმეოც ათას მამაკაცი ჭაბუკი მბრძოლი წყობად სახლსა მას ისრაჱლისასა, რათა მოაქციოს რობუამ მეფობაჲ თჳსი, ძემან სოლომონისმან.

22და იყო სიტყვა უფლისა სამესა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა:

23ეტყოდე რობუამს, ძესა სოლომონისსა, მეფესა იუდასსა, და ყოველსა მას სახლსა იუდასსა და ბენიამენისასა და ნეშტთა მათ ერისათა და ჰრქუა.

24ესრე იტყჳს უფალი: ნუ განხვალთ და ნუ სცემთ წყობასა ძმათა მათ თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა, და მოიქეცით თჳთეულად სახიდ თჳსა, რამეთუ ჩემგან იყო საქმე იგი. და ისმინეს სიტყუაჲ იგი უფლისა და დააცადეს ზედამისლვა იგი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

25და აღაშენა იერობუამ სიკიმი მთათა მათ ეფრემისათა და დამკჳდრებულ იყო მას შინა და გამოვიდა მიერ და აღაშენა ფანუველი.

26და თქუა იერობუამ გულსა თჳსსა: აჰა, აწ მიიქცეს მეფობაჲ ჩემი სახლსა მას დავითისასა.

27უკუეთუ აღვიდეს ერი ესე შეწირვად შესაწირავისა სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმდ და მოიქცეს გული ერისა ამის ღმრთისა და უფლისა მიმართ თჳსისა, რობუამ მეფისა იუდასა, და მომკლან მე და მიიქცენ რობუამ მეფისა იუდისასა.

28და იზრახა მეფემან და მივიდა და ქმნნა ორნი დიაკეულნი ოქროსანი და ჰრქუა ერსა მას: კმა იყავნ თქუენდა აღსლვა იერუსალემად. აჰა, ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა!

29და დადგა ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი დადგა დანსა.

30და ექმნა სიტყუაჲ ესე ცოდვად და მივიდოდა ერი იგი წინაშე ერთისა მის ვიდრე დანად.

31და ქმნა იერობუამ სახლნი ზედა მაღალთა მათ და დაადგინნა ქურუმნი, ნაწილი ერთი ერთისა მისგან, რომელნი არა იყუნეს სახლისა მისგან ლევისა.

32და ყო იურობუამ დღესასწაული თთვესა მას მერვესა, დღესა მეათხუთმეტესა მისვე თთჳსასა, და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, შეწირვად დიაკეულთა მათ მიმართ, რომელ ქმნნა და დაადგინნა ბეთელს ქურუმნი მაღალთა მათ, რომელ ქმნნა.

33და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, დღესა მეთხუთმეტესა, თვესა მერვესა, მის დღესასწაულისასა, რომელ იზრახა გულით თჳსით და უყო დღესასწაული ძეთა მათ ისრაჱლისათა და აღჴდა საკურთხეველსა მას ზედა შეწირვად.


წინა თავი შემდეგი თავი