მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 14

1მას ჟამსა დასნეულდა აბია, ძე იერობუამისა.

2და ჰრქვა იერობუამ ცოლსა მას თჳსსა: უცნაურ იყავნ თავი შენი და ნუმცა ვინ გიცნობს შენ, ვითარმედ ცოლი იერობუამისი ხარ, და მიხჳდე სელომად და, აჰა, მუნ არს აქია წინაწარმეტყუელი, იგი იტყოდა ჩემთჳს მეფედ ზედა ერსა ამასა.

3და მიართუ კაცსა მას ღმრთისასა პურნი და კვერნი ყრმათა მისთა და სკიჭი და სტამნითა თაფლი, და მიხჳდე მისა და გითხრას შენ, რა ყოფად არს ყრმისა მაგისთჳს.

4და ყო ეგრე ცოლმან მან იერობუამისმან და აღდგა და წარვიდა სელომად და შევიდა სახლსა მას აქიასასა. და კაცი იგი მაშურალ იყო სიბერითა და თუალნი მისნი დამძიმებულ.

5და ჰრქუა უფალმან აქიას: აჰა, ცოლი იერობუამისი მოვალს კითხვად შენდა ძისა თჳსისათჳს, რამეთუ სნეულ არს ესე და ესე ჰრქუა მას.

6და იყო, შესლვასა მას მისსა და თავი უცნაურ-ყო, და იყო, ვითარცა ესმა აქიასა განხმა კართა და ბგერა ფერჴთა მისთა შესლვასა მას მისთა და თქუა: შემოვიდა ცოლი იერობუამისა. რა არს ეგე, რამეთუ უცნაურქმნილ ხარ და მე მოვლინებულ ვარ შენდა სიფიცხლით?

7მივედ და არქუ იერობუამს: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ შორის ერსა მაგას და მიგეც შენ წინამძღუარად ერსა მაგას ჩემსა ისრაჱლსა.

8და განვხეთქე მეფობაჲ ეგე სახლისაგან დავითისა, მიგეც შენ და არა იქმენ, ვითარცა მონა ჩემი დავით, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და შემიდგა ყოვლითა გულითა თჳსითა ყოფად სამართალი წინაშე ჩემსა.

9და განსძვინდი უფროს ყოველთასა, რომელ იყუნეს წინა შენსა და იქმნენ შენსა ღმერთნი უცხონი დასხმითნი განსარისხებელად ჩემდა და მე განმიშორენ პირისაგან შენისა.

10ამისთჳს მოვავლინო მე ძჳრი ზედა სახლსა მას იერობუამისსა და მოვსპო იერობუამისი, რომელი აფსმიდეს კედელსა, შეღრეკილ და დაჴსნილ შორის ისრაჱლისა და შევკრიბო შემდგომად სახლისა მის იერობუამისი, ვითარცა ვინ შეკრების ნაგევი ვიდრე მოსრულებადმდე მისა.

11მძორები იერობუამისი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მკუდარნი ველთა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა, რამეთუ უფალი იტყოდა.

12და შენ აღდეგ და წარვედ სახიდ შენდა და შესლვასა ოდენ შენსა ქალაქად მოკუედინ ყრმა იგი.

13და იტყებედ იგი ყოველმან ისრაჱლმან და დაფლედ იგი, რამეთუ იგი ხოლო იერობუამისი დაიდვის სამარესა, რამეთუ იპოვა მის თანა სიტყუაჲ კეთილი უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა სახლსა იერობუამისსა.

14და აღადგინოს უფალმან თჳსა მეფედ ზედა ისრაჱლსა, რომელმან დასცეს სახლი იერობუამისი მას დღესა შინა.

15და აწ რადღამე დასცეს უფალმან ისრაჱლი? რამეთუ ირყევის ვითარცა ლერწამი წყალსა და აღჴვარდოს უფალმან ისრაჱლი ქუეყანისა ამისგან შვებისა, რომელ მისცა მამათა მათთა და განიქარვნეს იგინი წიაღ მდინარესა მას ამისთჳს, რამეთუ იქმნეს თჳსა მაღალნი განსარისხებელად უფლისა.

16და მისცეს უფალმან ისრაჱლი ცოდვათათჳს იერობუამისთა, რომელ ცოდა, და აცოდვა ისრაჱლი.

17და აღდგა ცოლი იერობუამისი და წარვიდა სარირად. და იყო, ვითარცა შევიდოდა ბჭეთა მათ ტაძრისათა, მოკუდა ყრმა იგი.

18და იტყებდეს იგი და დაფლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია წინაწარმეტყუელისათა.

19და ნეშტნი სიტყუათა იერობუამისნი, რაოდენ ვის ბრძოდა, რაოდენ მეფობდა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

20და დღენი, რაოდენ მეფობდა იერობუამ, ოცდაორ წელ. და დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და მეფობდა ნაბატ, ძე მისი, მის წილ.

21და რობუამ, ძე სოლომონისი, მეფობდა ზედა იუდასა. ძე ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობუამ დადგომასა მას მისა მეფედ, და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან დადებად სახელი მისი მას ზედა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, და სახელი დედისა მისისა ნაამა ამანიტელი.

22და ქმნა რობუამ ბოროტი წინაშე უფლისა და აღიშურა ყოფად ყოველივე, რაცა ქმნეს მამათა მისთა და მსგავსად ცოდვათა მათთა, რომელ ცოდეს.

23და აღაშენნეს მათცა თჳსა მაღალნი და მაღნარნი ზედა ყოველსა ბორცუსა მაღალსა ქუეშე ყოველს ხესა მაგრილობელსა.

24და ზმნა იყო ქუეყანასა მათსა და ქმნეს საძაგელები ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

25და იყო, წელსა მას მეხუთესა სუფევასა რობუამისასა აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმად.

26და წარიღო ყოველი ფასი სახლისა მის უფლისა და ფასი სახლისა მის მეფისა და ოროლნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნა სოლომონ.

27და ქმნა მეფემან რობუამ მის წილ ჯაჭუ-ჭური სპილენძისა და აღიღიან მთავართა მათ წინამცურვალთა, რომელნი სცვედ ბჭეთა სახლისა მეფისათა.

28და რაჟამს შევალნ მეფე სახლსა მას უფლისასა, აღიღიან იგი წინამცურვალთა მათ და დააყრდიან იგი თავეთ წინამცურვალთასა.

29და ნეშტნი სიტყუათა რობუამისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა.

30და ბრძოლა იყო შორის რობუამისა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა.

31დაიძინა რობუამ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და სახელი დედისა მისისა ნამა ამანიტელი და მეფობდა აბიუ, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი