მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 16

1და იყო სიტყუაჲ უფლისა იუას, ძისა ანანიასა, და ჰრქვა: ესრე ეტყოდე შენ ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, და არქვა:

2ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ ქუეყანასა ზედა და მიგეც შენ წინამძღურად ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა, ხჳდოდე შენ გზათა მათ იერობუამისთა და აცთუნე ერი ჩემი ისრაჱლი განრისხებად ჩემდა ამაოებითა მით თჳსითა.

3და აჰა, მე აღვადგინო შემდგომად ბაასისსა ზედა სახლისა მისისა და მივსცე სახლი მისი ვითარცა იერობუამისი, ძისა ნაბატისნი.

4მომკუდარნი ბაასნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა, რომელი მოკუდეს მისი ველსა, შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.

5და ნეშტნი სიტყუათა ბაასისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ძლიერებანი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

6და დაიძინა ბაას მამათა თჳსთა თანა, დაეფლა თარსას და მეფობდა ელა, ძე მისი, მის წილ.

7ჴელითა იუს, ძისა ანანიას, წინაწარმეტყუელისათა იტყოდა უფალი ზედა ბაასისა და ზედა სახლსა მისსა ყოვლისა მის უკეთურებისა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა საქმითა ჴელთა თჳსთათა ყოფად და მსგავსად, ვითარცა სახლი იგი იერობუამისი დასაცემელად მისა.

8წელსა ოცდამეექუსესა [ასა] მეფისა იუდასასა ელა, ძე ბაასისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა თერსას ორ წელ.

9და აღდგა ზამბრი მის ზედა, მონა თჳსი, რომელ-იგი იყო მთავარ ზოგთა ზედა ჭურჭელთა მისთა და იგი სუმეულ იყო სახლსა მას ასარისსა ეზოსმოძღურისა თესარისას.

10და შევიდა ზამბრი, სცა და მოკლა წელსა მას ოცდამეშჳდესა ასა მეფისა იუდასსა, მეფობდა ზამბრი ელას წილ.

11და იყო მეფობასა მას მისსა და დაჯდომად საყდარსა თჳსსა დასცა ყოველი იგი სახლი ბაასისი და არა დაუტევა მისი, რომელი აფსმიდისმცა კედელსა და მახლობელნიცა მისნი და მეგობარნი მისნი.

12და აჴოცა ზამბრი ყოველი იგი სახლი ბაასისი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ზედა სახლსა ბაასისასა ჴელითა იუ წინაწარმეტყუელისათა

13ყოველთა მათთჳს ცოდვილთა ბაასისთა და ელას, ძისა მისისა, რომელ სცოდა და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

14და ნეშტნი სიტყუათა ელასთანი და ყოველივე, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეუფეთა ისრაჱლისათა.

15წელსა ოცდამეშჳდესა ასა, მეფისა იუდასსა მეფობდა ზამბრი შჳდ დღე თერსას, და ბანაკი იგი ისრაჱლისა იყო გაბაონს უცხოთესლთასა.

16და ესმა ერსა მის ბანაკისასა და თქუეს: მიეტევა ზამბრი ელას ზედა და მოკლა იგი, დაიდგინა მეფედ ისრაჱლმან ზამბრი ერისთავი იგი ისრაჱლისა მას დღესა შინა ბანაკსა მას.

17და განვიდა ზამბრი და ყოველი ისრაჱლი მის თანა გაბათონით და გარემოადგა თერსას.

18და იყო, ვითარცა იხილა ზამბრი, ვითარმედ გამოაქუს ქალაქი იგი, შევიდა სენაკსა ერთსა სახლისა მის მეფისასა და დაიწვა ზედა თავსა თჳსსა სახლი იგი მეფისა და მოკუდა

19ცოდვათა თჳსთათჳს, რომელ ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა სლვად გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა მისსა, რომელ ქმნა, და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი.

20და ნეშტნი სიტყუათა ზამბრისათანი და კრება, რომელ შეკრბა მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

21მას ჟამსა განიყო ერი იგი ისრაჱლისა და ზოგი ერისა შეუდგა თაბენის, ძესა გინოთისასა, დადგინებად მისა მეფედ და ზოგი ერისა მის შეუდგა ამრის.

22და სძლო ერმან მან, რომელ შეუდგა ამრის, და მოუძლურდა ერი იგი, რომელი შეუდგა თამნის, ძესა გონოთისასა, და მოკუდა თამნი (და იორამ, ძმა მისი, მას ჟამსა), და მეფობდა ამბრი შემდგომად თამნისა.

23წელსა მას მეოცდათერთმეტესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ამბრი ზედა ისრაჱლსა ათორმეტ წელ და თერსას მეფობდა ექუს წელ.

24და მოიგო ამბრი მთა იგი სომოროისი სემერესგან, მეფისა მის მთისასა, ორითა სასწორითა ვერცხლითა და აღაშენა მთა იგი და უწოდა მთასა მას სახელი, რომელ აღაშენა, სახელსა მას სემერასსა, უფლისა მის მთისასა, სომორონ.

25და ქმნა ამრი ბოროტი წინაშე უფლისა და განბოროტნა უფროს ყოველთასა, რომელნი წინაიყუნეს მისა.

26და ვიდოდა ყოველთა გზათა მათ იერობუამისათა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

27და ნეშტნი სიტყუათა ამრისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, ყოველი ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა.

28დაიძინა ამრი მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ - აქაბ.

29და აქაბ, ძე ამრისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას ოცდამეათურამეტესა ასა მეფისა იუდასსა. მეფობდა აქაბ, ძე ამრისი, ზედა ისრაჱლსა და სამარიას ოცდაორ წელ.

30და ქმნა აქაბ, ძემან ამრისმან, ბოროტი წინაშე უფლისა უმეტეს ყოველთა წინანდელთასა.

31და არა მოაკლო სლვად ცოდვასა მას იერობუამისასა, ძისა ნაბატისასა, და მოიყვანა ცოლად იეზაბელ, ასული იობათასი, მეფისა სიდონელთასა, და წარვიდა აქაბ და ჰმონა ბალას და თაყუანი-სცა მას.

32და აღუშენა საკურთხეველი ბაალასა სახლსა საძაგელთასა მისთა, რომელ აშენა სამარიას.

33და აშენნა მაღნარნი და შესძინა აქაბ განრისხებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა, რომელ იყუნეს წინა მისა.

34დღეთა მისთა აღაშენა აქელ ბეთელელმან იერიქო აბირონით, პირმშოთ მით მისით, დააბა საძირკველი მისი სეგობაჲთ, მრწემით მით, და აღმართნა ბჭენი მისნი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ისუს, ძისა ნავესითა.


წინა თავი შემდეგი თავი